7.09.26

153 12 85
                                    

7.09.26 წელი.

დღეს ჩვენი გაცნობის 6 წლის თავია.
ამ დღეს ვერ გამოვტოვებ.
შხაპი მივიღე და გამზადებას შევუდექი. დრო მაქვს მანამდე ჩემს თავს წარმოგიდგენთ: მქვია ელი, ვარ 20 წლის, მყავს უმცროსი და - 16 წლის. მშობლებმა მიგვატოვეს. მეუბნებოდნენ, რომ მახინჯი ვიყავი და გადაწყვიტეს მივეტოვებინე, ყველაზე უაზრო მიზეზი ჩემს მისატოვებლად. ჩემმა პატარა დაიკომ კი მტკიცე უარი განუცხადა მშობლებს ჩემს მიტოვებაზე. მათაც აღარ იყოყმანეს, დაჰკრეს ფეხი და წავიდნენ. 18 წლისამ დიზაინს გავყევი, თუმცა ახლა სამოდელო კომპანიაში ვმუშაობ და ეს მიხარია, რადგან პატარაობაში მქონდა სურვილი შეხება მქონოდა მოდელებთან და მე ეს შევძელი!  ჩემი და ჯერ კიდევ კერძო სკოლაში დადის, მაღალი ქულებიც უწერია, პროფესია არ აურჩევია, ყოყმანობს, დამრწმულებული ვარ, ყველაფერი გამოუვა.

ტაქსის ნომერს ვკრეფავ და ისიც 10 წუთში ჩემს წინ ჩნდება. მისამართს ვეუბნები,ის კი შეწუხებული სახით მიყურებს. რა? რამოხდა, ყველა მიდის იქ და მე რა?!

დანიშნულების ადგილამდე სანამ მივიდოდეთ, ჯერ ყვავილების მაღაზიასთან ვჩერდები.
მისი საყვარელი ყვავილი?
არ ვიცი, ჩვენ არასდროს გვისაუბრია ყვავილებზე, მაგრამ ყოველთვის ორი თაიგულით დავდივარ.

ადგილსმივაღწიე. მძღოლი გადადის და კარებს მიხსნის. მეც გადმოვდივარ, თავს ვუხრი მადლობის ნიშნად და მივდივარ.

-ვისთან მიდიხართ?

უკნიდან მეკითხება შავწვერა ტაქსისტი ხმა. ვტრიალდები და ღიმილით ვპასუხობ:

-მომავალ შეყვარებულთან.

ხელს ვუქნევთ ერთმანეთს.
კარებს ვაღებ, ჭრიალი მთელ არეს ფარავს, მეც დაუბრკოლებლად შევდივარ და ჩემს თვალწინ ლამაზი ხედი იშლება: დაკლაკნილ ოქროსფერი ბილიკი, ნაპირებზე ზურმუხტის ფერი ბალახი, ალაგ-ალაგ კი ლალისფერ ყაყაჩოებს მოუღერიათ ყელი. ეს ადგილი სამოთხესაც მაგონებს, მაგრამ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ღობეები და შიგნით პატარა, გამომშრალი მიწის ბირცვები ჩემს წარმოსახვას ბოლომდე თელავენ. ზოგიერთ ბორცვის თავზე უბრალო ჯვრებია ჩამაგრებული, ზედ მრგვალი ვენოკები ჰკიდია ან მაწაშიაჩარგული. ბევრ ბორცვს თავში ან მართკუთხა, ან კვადრატის ფორმის ქვა ადგას, რაზედაც განსხვავებული სახეებია ამოტვიფრული. დაბლა სანთლები აქვს მიმაგრებული, ზოგს თავი აქვს მარტო მომწვარი, ზოგი კი საერთოდ ბოლომდეა ჩამწვარი.

სიცოცხლის ნაპერწკალიWhere stories live. Discover now