- ჯონგუკ, ცოტა აუჩქარე! - გაჰყვიროდა ჯიმინი მეუღლეს და თან გასამგზავრებლად ბარგს ალაგებდა.
- ინბ მაადო?! - მეორე ოთახიდან მოისმა ქუქის გაუგებარი საუბარი.
- რა თქვი? ვერაფერი ვერ გავიგე! - ჯიმინმა ბარგის ჩალაგება შეწყვიტა და მეუღლის ხმას მთელი თავისი ყურადღება მიაპყრო.
- იქნებ მაცადო მეთქი!!!
- რას აკეთებ ისეთს რომ ბარგის ჩალაგებაშიც კი არ მეხმარები?! ხომ იცი არაა რომ დაგვიანება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება?!
- ბლიად, ტუალეტში ვარ! იქნებ მაცადო მოჯმა?!
- ოჰ, შენც ახლა დიდი საქმით არ იყო რა დაკავებული!
- ჯიმინ, ყველაფერი მშვენივრად მესმის!
- მერე მე რა ვქნა რომ გესმის?! და ისე... თუ ჯვამ, მაშინ ხმის ამოუღებლად მოჯვი!
°°°×××
მალე 10 წელი შესრულდება რაც ჯიმინი და ჯონგუკი ქორწინებაში არიან. მიუხედავად ამისა ახალი წელი მათ ერთად არასდროს არ აღუნიშნიათ.ამიტომ ჯიმინმა გადაწყვიტა რომ ეს მშვენიერი დღე, ახლა მაინც ჯონგუკთან ერთად გაეტარებინა, მაგრამ არა სეულში. დიახ, ისინი სწორედაც რომ სეულის ცენტრში ცხოვრობდნენ. მათ ირგვლივ მცხოვრები მეზობლები კი ხმაურის მოყვარულები იყვნენ, შესაბამისად მათ ახალი წლის აღნიშვნის შანსი პრინციპში არც კი ჰქონდათ.
ჯიმინს ბევრი არ უფიქრია, მალევე მოუვიდა აზრად სადმე კუნძულზე, შუაგულ ტყეში ჯონგუკთან ერთად განმარტოებულიყო. ამიტომ დეკემბრის დასაწყისში თვითმფრინავის ბილეთები 30 რიცხვისთვის შეიძინა, რათა ახალი წელი კონგუკთან ერთად სწორედ იქ მყოფ დაქირავებულ სახლში აღენიშნა.
მაგრამ რა იცოდა, რომ ეს 31 დეკემბერი მათთვის ყველაზე გასაოცარი და ჯადოსნური დღე იქნებოდა...
°°°×××
- მორჩი? - შეეკითხა ჯიმინი საპირფარეშოდან ახლად გამოსულ ჯონგუკს.
YOU ARE READING
☃️ New Year In The Forest ☃️
Fanfiction{ყველა ადამიანი ოცნებობს ახალი წლის ამ მშვენიერ დღეს, თავის მეორე ნახევართან განმარტოვდეს და მასთან ერთად დრო მშვენივრად გაატაროს. არც ჯიმინია ამ შემთხვევაში გამონაკლისი. მან ამ დღისთვის ყველაფერი დაგეგმა, შეიძინა ბილეთები, სპეციალური სახლიც კი იქირ...