-VI-

70 9 1
                                    

-დროა შენს ოთახში ახვიდე-ხელი გამიშვა და გამიღიმა-უბრალოდ ძლიერი იყავი ჰერმიონ, დავინა ნუ შეგაშინებს-თავზე ხელი გადამისვა და გაქრა.

ცრემლები მოვიწმინდე და კიბეებს ავუყევი. ვფიქრობდი იმაზე რაც ახლა მოხდა ჩემსა და დრაკოს შორის, მის ხელებში უკვე მეორეჯერ ავქვითინდი, ნუთუ ეს სწორი საქციელია. მასთან დაახლოება მაშინებს, ის ხო დარვინას დეიდაშვილია, სულაც არ ვარ დარწმუნებული იმაში რომ დარვინა არაფერს გეგმავს. სასწრაფოდ მჭირდებოდა რონისთან და ჰარისთან საუბარი, მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანი იყო და გადავწყვიტე ძილს მივცემოდი.

სიზმრებმა ისე გამიტაცა დილით ადგომა ძალზედ გამიჭირდა, სიცივემ გამაღვიძა და როგორც კი თავი ავწიე და საათს დავხედე მივხვდი რომ პირველი გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო, ფეთიანივით ავდექი ლოგინიდან და რაც შემეძლო სისწრაფით მოვწესრიგდი. თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი ოთახისკენ, საკლასო ოთახის კარი შევაღე და ისევ ყველას მზერა დავიმსახურე.

-მის გრეინჯერ?-პროფესორმა გაკვრივებით შემათვალიერა. თმა ამჩეჩვოდა, ლოყები ამწითლებოდა და ძლივს ვსუნთქავდი, ჰალსტუხი გვერდზე მომქცეოდა და პიჯაკის ღილებიც არეულად შემეკრა-მგონი სჯობს დაბრძანდეთ, დრაკოს გვერდით.

ისე დავიკავე ჩემი გუშინდელი ემოციების გამზიარებლის გვერდით ადგილი ვერც კი მივხვდი რა გავაკეთე. ნელ-ნელა შევაბრუნე მისკენ თავი და მისი მწველ ცისფერ თვალებს  რომ გადავაწყდი კიდევ უფრო ამიწითლდა სახე. მხოლოდ გაიღიმა, თავზე ხელი გადამისვა და პროფესორისკენ გაიხედა რომელიც გამწარებით ხსნიდა რაღაცას მე კი პირველად არაფერი შემდიოდა თავში.

გაკვეთილი ისე დამთავრდა  მზერა ვერ მოვაცილე, მის სწორ ცხვირს, გამოკვეთილ ყბებს, შუბლზე ჩამოყრილ თმებს, დაკუნთულ მკლავებს პერანგის გარედანაც რომ შესამჩვენი იყო  ისიც და მისი ტატუებიც. მალევე ადგა და წიგნები აიღო, მაშინ გამოვერკვიე როცა უკვე თითქმის ნახევარი ოთახი დაცლილიყო, თვითონ პროფესორიც კი არ იყო შიგნით და მაშინვე წამოვდექი, კარისკენ წავედი როცა ხმამ გამაჩერა.

Be mine! (dramione georgian fanfiction)Where stories live. Discover now