prologue

1.3K 36 0
                                    

   აივანზე ვზივარ და ჩემს წინ გადაშლილ ხედს ვუყურებ. გაზაფხული, ჩემი აზრით
წელიწადის ოთხივე დროიდან ეს ყველაზე ლამაზია. მზიანი ამინდია და თბილი სიო უბერავს. ნელა და ნაზად ელამუნება ჩემს კანს. ეზოში ახლად ამოსულ ყვავილებს გადავყურებ და ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე. არავინ იცის რა იქნება ხვალ. რა იქნება მომავალში. მაგრამ თუ ჩვენი მომავალი გვეცოდინებოდა განა არ იქნებოდა ეს ცხოვრება ზედმეტად უაზრო? იგი ერთგვარი გამოცდაა რომლის შეცდომებზეც ვსწავლობთ ყველაფერს. შეიძლება შენი ცხოვრება ზედმეტად ერთფეროვანია მაგრამ მხოლოდ ერთ დღესაც შეუძლია მისი მთლიანად შეცვლა. ამას პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. იმ დღეს როდესაც მას შევხვდი. როდესაც ჩემი თვალები მის ჭაობისფერ თვალებს შეხვდა ყველაფერი გადამავიწყდა. ამ წამიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ერთი ჩვეულებრივი, უბრალო გოგოდან ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიქეცი. აღარ მაინტერესებდა თუ რა მოხდებოდა ხვალ, ზეგ, მაზეგ, ერთი წლის შემდეგ. უბრალოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ შეუძლია ამ ადამიანის პირიდან წარმოთქმულ მხოლოდ ერთ თბილს სიტყვასაც ჩემი გულის სიყვარულით ავსება. მის შეხებასაც ჭკუიდან გადავყავარ. სხეულზე ჟრუანტელი მივლის. ჩემს ხელს მის ხელში ვხლართავ და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ რომ ეს ხელები სამუდამოდ იყოს ესე ახლართული. მაგრამ ყველაფერს აქვს არა დასასრული? ოდესმე შეიძლება ჩვენ ერთმანეთს ხელი გავუშვათ? შეიძლება ჩვენი ურთიერთობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს? დიდი იმედი მაქვს ეს ყველაფერი ესე არ მოხდება და ცხოვრების გაგრძელება მის გარეშე არ მომიწევს. მისი ფაფუკი ტუჩების, ბუმბულივით რბილი თმების, ნაზი ხელების და საოცრად სასიამოვნო სურნელის გარეშე. არმინდა ამაზე ფიქრი. რატო უნდა ვიფიქრო მხოლოდ ცუდზე როდესაც ამ წამს ყველაზე ბედნიერი ვარ?!
--------
ეს ჩემი პირველი მოთხრობაა და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ 💞💞

ლიფტიWhere stories live. Discover now