გოგონა საწოლიდან წამოდგა, წითური თმები შეიკრა, ტანსაცმელი გადაიცვა და კიბეებს ჩაუყვა ქვედა
სართულისკენ.-ნიკ - დაუძახა თავის შეყვარებულს
მაგრამ მან ხმა არ გასცა. სამზარეულოში გავიდა, იქ არდახვდა. შემდეგ სააბაზანოშიც შევიდა მაგრამ არც იქ დახვდა. იფიქრა იქნებ მაღაზიაში გავიდაო. სამზარეულოში დაბრუნდა და ყავა გაიკეთა. საუზმის მომზადება უნდა დაეწყო მაგრამ გადაწყვიტა ნიკს დალოდებოდა და ერთად ესაუზმათ. მისაღებ ოთახში გავიდა, მდივანზე ჩამოჯდა და ფილმის ყურება დაიწყო ტელევიზორში. თითქმის ერთი საათი გავიდა უკვე მაგრამ ნიკი არ ჩანდა. ტელეფონზე ურეკავდა მაგრამ არ იღებდა. უეცრად ტელეფონზე ზარი შემოვიდა.
გოგონამ ეგრევე დასტაცა მოწყობილობას ხელი და უპასუხა.
-ნიკ რამდენი ხანია გირეკავ. სადხარ? სახლში ხო მალე მოხვალ? - გოგონა ანერვიულებული იყო. ნიკი არასდროს არ წასულა არსად მის გაუფრთხილებლად და ასევე ყოველთვის პასუხობდა მის ზარებს. რაღაც მოხდა. გოგონას გული ცუდს უგრძნობდა. უნდოდა როგორმე გაექრო ეს გრძნობა მაგრამ არ გამოსდიოდა.
-გამარჯობა თქვენ ნიკ უელსის შეყვარებული ბრძანდებით? - გაისმა ტელეფონის მეორე მხრიდან ქალის ხმა. გოგონას გაუკვირდა როდესაც სხვამ უპასუხა. ასევე ცოტაარიყოს ეჭვიანობამაც შეიპყრო.
-დიახ მე ვარ. რა მოხდა? თქვენ ვინ ბრძანდებით? - ჰკითხა გოგონამ
-მე ექიმი ბეატრისი ვარ.იცით თქვენთვის სამწუხარო ამბავი მაქვს. ავარია მოხდა სადაც რულთან თქვენი შეყვარებული იჯდა. იგი ამ ავტოკატასტროფის დროს გარდაიცვალა. ძალიან ვწუხვარ. - გოგონა უსმენდა მას და ვერ იაზრებდა თუ რა უთხრა მას ექიმმა. ის აღარ იყო. ის ადამიანი რომელიც მას ძალიან უყვარდა აღარ იყო. ყოველ დილით მასთან ჩახუტებულს იღვიძებდა. ყოველ დილით მისი ნაზი თითების შეხება აღვიძებდა რომელიც ფრთხილად ეფერებოდნენ სახეზე, ისე თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყოს და ეშინოდა რამე დაზიანება არ მიეყენებინა მისთვის. გიჟდებოდა მის წაბლისფერ თვალებზე რომლებიც რამდენიმე წუთის წინ სამუდამოდ დაიხუჭა და ამიერიდან გოგონა ვეღარ შეძლებდა მათ ნახვას. მის გამო ღირდა მხოლოდ ცხოვრება და ახლა ისიც დაკარგა. დაკარგა თავისი ცხოვრება. და ამიერიდან რაღა აზრიაქ მის ცხოვრებას? რა მიზეზით უნდა გააგრძელოს? მის გარეშე, მისი ღიმილის, ნაზი შეხებების, კოცნის გარეშე რანაირად უნდა გაძლოს მან? თვალებიდან ერთიმეორეს მიყოლებით სდის ცრემლები. ფიქრობს. არა ცხოვრებაზე, არა მასზე, არა მომავალზე, არამედ თვითმკვლელობაზე. რა იქნება თუ ისიც დაასრულებს სიცოცხლეს. მას ნახავს? შეხვდება მას ისევ? იქნებ ღირს ცხოვრების გაგრძელება. რაიცი რამოხდება მომავალში. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე მაგარამ მას არ უნდა მისი ცხოვრების გაგრძელება მის გარეშე რადგან ამას არანაირი ფასი არ ექნება. აღარ იქნება ისეთი ბედნიერი როგორიც მასთან იყო. ყოველდღე სიცილის ნაცვლად ტირილში და მასზე ფიქრში გაატარებს. განა ღირს ასეთი ცხოვრების გაგრძელება?