Chapter 12

415 35 27
                                    

   თვალებს ვახელ და ერთადერთი რამ, რასაც ვხედავ თეთრი ჭერია. თვალებს რამოდენიმეჯერ ვახამხამებ და იმის გააზრებას ვიწყებ თუ სად ვარ. პირზე რაღაც მიკეთია. უფრო სწორე იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს რაღაც კი არა, სასუნთქი აპარატია. საავადმყოფოში ვყოფილვარ.

—თავს როგორ გრძნობთ?-მესმის ნაზი ხმა და მარჯვნივ ვატრიალებ თავს.

სასუნთქ აპარატს ხელით ვიხსნი.

—თავი მტკივა.-ვეუბნები რა წამსაც კიდევ ერთხელ ვგრძნობ უძლიერეს ტკივილს საფეთქლებთან და მსუბუქი კვნესაც მწყდება.

—გამაყუჩებელი მალე დაიწყებს მოქმედებას და თავის ტკივილიც მალევე გაგიქრებათ.-მიღიმის ექთანი.

პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე და აპარატი კვლავ პირზე გავიკეთე, რადგან მის გარეშე სუნთქვა მიჭირდა.

მაინტერესებდა რა მოხდა, ვინ მომიყვანა, ასე რატომ მიჭირს სუნთქვა, მაგრამ ვერა... ვერ ვლაპარაკობ.

—გაიღვიძა?-ისმის ნაცნობი ხმა და მარცხნივ ვატრიალებ თავს.

—დიახ. თავის ტკივილები აწუხებს, რაც ბუნებრივია მის მდგომარეობაში. უჟანგბადობამ გამოიწვია ეს ყოველივე, მაგრამ მალევე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. გამოჯანმრთელებას გისურვებთ.-მსუბუქად იღიმის და პალატას ტოვებს.

—თავს როგორ გრძნობ?-საწოლის გვერდით, სავარძელზე იკავებს ადგილს.

კვლავ ვიხსნი აპარატს.

—ჰ-ჰარი?-მხოლოდ ამას ვამბობ და გაოცებული მზერით ვუყურებ.

—ე-ეივა.-მაჯავრებს და თვითონაც გაოცებულ მზერას იღებს. მეღიმება.

—ანუ, შენ ხარ ჩემი გადამრჩენელი?

—ნუ, გადამრჩენელი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხო, მე მოგიყვანე აქამდე.-მიღიმის.

Harry's POV:
4 საათით ადრე.

—გისმენ ლუი.-მაშინვე ვპასუხობ როგორც კი ეივა მანქანიდან გადადის.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now