3

547 30 0
                                    

გვერძე გაიხედა და ადგილზე გაშეშდა როდეასაც მისი ქერა თმა დაინახა. ის ბიჭი ზურგით იდგა და მის სახეს ვერ ხედავდა მაგრამ ძალიან ამგვანებდა ნიკს. გაბრუნებას აპირებდა მაგრამ წასვლა ვერ შეძლო. უნდა მისულიყო და ენახა. უნდა დარწმუნებულიყო იმაში რომ მას სხვაში ეშლებოდა. მაქსისთვის და ელისისთვის არაფერი უთქვამს ისე წავიდა იმ ბიჭისკენ. როდესაც მიუახლოვდა გულმა გამალებით დაუწყო ძგერა. ძალა მოიკრიბა, ხელი აწია და მხარზე ოდნავ შეეხო. ის ბიჭიც მაშინვე შემობრუნდა. ამელია კარგად დააკვირდა. ის არ იყო. თითქოს დამშვიდდა მაგრამ მაინც ეწყინა. ის იმედის ნაპერწკალიც ჩაუქვრა. ბოდიში მოუხადა და უკან გამობრუნდა. სირბილი დაიწყო. უნდოდა იმ ადგილს მოცილებულიყო. ცრემლები ღაოაღუპით მოსდიოდა. გარბოდა. ისე თითქოს წარსულს უკან მოიტოვებდა. მაქსი და ელისი მას ეძახდნენ მაგრამ ახლა ეს არ აინტერესებდა. იმ ადგილს მოშორდა და უბრალოდ გარბოდა. არ იცოდა სად. მალევე სანაპიროს მიადგა. დაღლილი იქვე ჩამოჯდა და ზღვის ტალღებს დაუწყო ყურება. ისტერიული ტირილი აუტყდა. ეს ტირილი კი მაშინვე სიცილში გადაიზარდა. დასცინოდა. საკუთარ თავს დასცინოდა რომ ნიკი, მისი პირველი სიყვარული სხვა ვიღაცაში აერია. ის დღემდე ვერ იჯერებდა იმას რომ ნიკი აღარ იყო. ვერ იჯერებდა იმ ფაქტს რომ მის გარეშე უნდა გაეგრძლებინა ცხოვრება. ფეხზე წამოდგა, ქვა აიღო და მთელი ძალით ისროლა ზღვაში. შემდეგ კი ბოლო ხმაზე ყვირილი დაიწყო.
-მეზიზღება.ჩემი ცხოვრება მეზიზღება. შენს გარეშე!
ყვიროდა და ქვებს ისროდა. მთელი ბრაზი ყვირილში და ქვების სროლაში გადაქონდა. ამან თითქოს დაამშვიდა მაგრამ მაინც აგრძელებდა ტირილს. ერთი საათი მაინც იყო იქ და უბრალოდ ზღვას შესცქეროდა. უკვე აღარ ტიროდა უბრალოდ უყურებდა ზღვის ტალღებს რომლებიც ჯერ სწრაფად მოიწევდა მისკენ შემდეგ კი ნელა მიდიოდა უკან. ძალიან ბნელოდა. ამელია ფეხზე წამოდგა და მშვიდად გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. ნიკზე ფიქრობდა. იხსენებდა მათ ბედნიერ წუთებს. ყველაზე მეტად ახლა ის უნდოდა რომ წარსულში დაბრუნებულიყო ნიკთან ერთად. მასთან მჯდარიყო და ძალიან მაგრად ჩახუტებულიყო.

ლიფტიWhere stories live. Discover now