-უზუმაკი... - კბილებში გამოცრა შავთვალებამ და ისე მიაშტერდა მის წინ აქოშინებულ ბიჭს, თვალებით მოკვლა რომ შეძლებოდა, დიდიხნის გასტუმრებული იქნებოდა საიქიოში. - არც გაბედო!
-შენი დედავატირე, - მისკენ მიიწია ნარუტო, ხელი კისერში მოუჭირა, მიიზიდა და იმდენად ახლოს დადგა, ცხვირები ერთმანეთს შეეხო. - როგორ ხარ ასეთი მოსაწყენი?
-გამონაკლისი დავუშვი, - კბილებში გამოცრა სასკემ. - დღეს შეხების უფლება მოგეცი, მაგრამ თუ გაბედავ და ტუჩებზე შემეხე...
წამი დასჭირდა ნაუტოს, კისერზე მოხვეული ხელი კიდევ უფრო რომ მოეჭირა და მისკენ მოეზიდა შავთვალება. სიტყვა არ დაასრულებინა, ისე შეეხო მის ტუჩებს - ღრმა, სასოწარკვეთილამდე მისულ კოცნაშიც ჩაითრია. მარცხენა ხელი წელზე მოხვია და ის სანტიმეტრები, რომლებიც ერთმანეთს აშორებდნენ, სულ მთლად გააქრო. სასკე წამით შეეწინააღმდეგა, თუმცა, ეს წინააღმდეგობაც მაშინ გაქრა, როცა უზუმაკის თითები მის ყელს უფრო მჭიდროდ შემოეხვია და წინააღმდეგობის უფლებაც კი არ მისცა.
-სწორედ იმიტომ შეგეხები, - ხვნეშას სიტყვები ამოაყოა ნარუტომ, - რომ დღევანდელი დღე გამონაკლისია.
მაისურის ქვეშიდანაც არ დავიწყებია ხელის შეცურება. მაშინვე ამოიხვნეშა, რა წამსაც ცხელი კანის შეხება იგრძნო საკუთარ გაყინულ თითებზე. სიამოვებისგან გასცრა. სინათლის ჩართვაც კი არ დასჭირვებია, ისე მიიყვანა საძინებლამდე სასკე, თან, მაისურის გაძრობაც მოასწრო და წამში ზემოდანაც მოექცა.
ვინ დათვლის, მერამდენედ შვრება სასკესთან მსგავს რაღაცას? ვინ დათვლის, მერამდენეთაა მის ზემოდან მოქცეული? მაგრამ მაინც ისე სძულს, სხვაზე ვერც ფიქრობს. ისე ეზიზღება უჩიჰა, როგორც ამ უკანასკნელს უზუმაკი, მაგრამ როცა საქმე სექსამდე მიდის, უკეთეს პარტნიორებს ვერც ვერასდროს იპოვნიან. ზეპირად იცის თითოეული წერტილი, რომელსაც იმ შავი თვალები სიამოვნებისგან ატრიალება შეუძლიათ, ზეპირად იცის, რომ ტუჩებს არ უნდა შეეხოს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა უზუმაკის მკლავებში ექცევა ეს სწერვა ნაბიჭვარი, სწორედ მისი ტუჩების გასინჯვა სურს ყველაზე მეტად ნარუტოს.
YOU ARE READING
Quarantine - .Narusasu. 🍂
Fanfiction~ One-Shot ~ რა იცოდა სასკემ, რომ კარანტინში სწორედ იმ ადამიანთან ერთად გაიჭედებოდა, ვინც ყველაზე მეტად სძულს. 07.01.2021