Chapter 14

435 34 32
                                    

—მოვედი!-ბოლო ხმაზე ყვირილის ლუი. ადგილზე ვხტები.

—სულელო! გული გამიხეთქე!-საბუთების კითხვაში ისე ვიყავი გართული, რომ მისმა უეცარმა ყვირილმა კინაღამ სკამიდან გადმომაგდო.

—დანაშაულის დონატებით გამოსყიდვაზე რა აზრის ხარ?-წარბები აათამაშა და ჩემს წინ, სავარძელზე მოთავსდა. პატარა, ოთკუთხედის ფორმის ყუთი კი ჩემს საბუთებს ზედ დაადო.

—იდეალური ვარიანტია.-მსუქანი ნერწყვი გადავყლაპე და ტუჩები გავილოკე, რასაც ლუის სიცილი მოჰყვა.

—ბოლოს ერთი კვირის წინ გნახე, ბოდიში, ლოს-ანჯელესში არ ვიყავი და მაგიტომ ვეღარ შეგეხმიანე.-ამბობს და სმაილიან დონატს იღებს, მე კი გულის ფორმისას მიწოდებს.

—მე კიდევ მეგონა, გადამაგდო-თქო.-დონატი ჩავკბინჩე და სინანულით თავი გავაქნიე.

—მეე? შეენ? არასდროს!-მპასუხობს და ნეკა თითს მიშვერს.

   გულწრფელად მეღიმება და მის ნეკას ჩემსას ვახვევ. შემდეგ კი ორივე წინ ვიწევით და ჩვენ-ჩვენს ცერა თითებს ვკოცნით.

—ამ წამს მე და შენ საუკეთესო მეგობრობის პირობა დავდეთ, ხვდები?!- სერიოზულად კითხულობს ლუი.

—ვხვდები, მეგობარო.-ვუღიმი და დონატის ჭამას განვაგრძობ.

—აბა მომიყევი, როგორ ჩაიარა ჰარისთან პაემანმა.-ხველება მიტყდება.

—ეს პაემანი არ ყოფილა.-ბრაზით ვამბობ, როგორცკი ხველას ვწყვეტ.

ის დღე მახსენდება, როცა ჰარიმ ლუიზე მკითხა თუ მომწონდა და მე ხველება ამიტყდა. რა ჯანდაბაა, მოითათბირეს რომ ერთხელაც დამახრჩონ?

—აბა რა იყო?!-თვალები დააწვირლა და სახე მომიახლოვა.

—უბრალოდ რაღაცაზე ვისაუბრეთ და მორჩა.

—კონკრეტულად?-ისედაც პატარა თვალები ჰქონდა და რომ აწვრილებდა სულ აღარ უჩანდა.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now