1

2.2K 90 20
                                    

ბლექფინქი და ბითიესი მთელი მსოფლიოს ახალ ამბებში აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც ჯონგუკის და ლისას კოცნის ფოტომ გაჟონა. ორივე ჯგუფმა გადაწყვიტა რომ, საუკეთესო გამოსავალი მათი ურთიერთობის დადასტურება იყო და არა დამალვა, რადგან ეს საქმეს უფრო გაართულებდა.
ტყუილი იქნება თუ ვიტყვით რომ ჯიმინს გული არ ეტკინა. ყველამ ბითიესში და ბიგჰიტში, იცის რომ ის გეია და ჯონგუკზეა შეყვარებული, მაგრამ ჯონგუკი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არავინ არაფერი იცოდა რადგან ის ამაზე არასდროს საუბრობდა.

როგორც ყველასთვის, ასევე ბითიესის წევრებისთვისაც შოკი აღმოჩნდა როცა ფოტომ გაჟონა და ჯონგუკმა დაადასტურა რომ ის ჰეტეროა.

"ჰიონ, როგორ იფიქრე რომ მე გეი ვიქნებოდი?"-ჯონგუკმა, შოკირებულად თქვა.
"არა, ჩვენ უბრალოდ--" თეჰიონმა სცადა თავის გამართლება, მაგრამ ყველამ აღიარა რომ არასწორნი იყვნენ.

თეჰიონი შეტრიალდა რომ ენახა თუ როგორი მოწყენილი იყო ჯიმინი. ის ვერ ხვდებოდა. ჯონგუკის თვალებში ყოველთვის გულები ჩნდებოდნენ როდესაც ჯიმინს უყურებდა და თანაც ის ყოველთვის ცდილობდა რომ ჯიმინს რამე გზით შეხებოდა, მაგრამ ალბათ ის ამას უბრალოდ მეგობრულად აკეთებდა.

მან მოწყენილად გაუღიმა ჯიმინს და ზურგზე მსუბუქად დაარტყა. ჯიმინი ცრემლებს ებრძოდა რომ ახლა უსირცხვილოდ არ წამოსვლოდა. ჯიმინი ყოველთვის გრძნობდა რომ ჯონგუკი მას დიდი ემოციებით უყურებდა ხოლმე, მას შეუძლია დაიფიცოს რომ მათ შორის ის რაღაც დაძაბულობას გრძნობდა რამდენიც მათი თვალები ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მაგრამ ალბათ ის უბრალოდ გულუბრყვილო იყო და ყველაფერს აბუქებდა.

"მე მართლა ძალიან ბედნიერი ვარ შენს გამო გუკი, ის მშვენიერი გოგონაა."-ჯიმინი ჯონგუკს ჩაეხუტა.

"მადლობა ჰიონ."- ჯონგუკიც ჩაეხუტა ჯიმინს და თვალები დახუჭა. მართალია მას მართლა უყვარს ლისა, მაგრამ ვერ უარყობს იმ ფაქტს რომ, რამდენიც ჯიმინს ხედავს იმდენი უცნაურ ტალღას გრძნობს, რასაც მას შეუძლია მხოლოდ "მეგობრული სიყვარული" უწოდოს.

STRAIGHTWhere stories live. Discover now