15

2.3K 181 45
                                    

იშინმა თეჰიონს ბილეთები აჩუქა, საბინასთან ერთად ეპატიჟებოდა თეატრში. საბინას დიდიად წასვლა არ უნდოდა მაგრამ მოუწია.

  საბინასთავის მაქსიმალური კომფორტისთვის იშინი თეჰიონის გვერდით დაჯდა, არ უნდოდა გოგონა დარფრთხო. სპექტაკლის შემდეგ კი კიმს წასვლა მოუწია, ბევრი სამეცადინო ჰქონდა. იშინს, აღმოჩნდა რომ, რესტორანში ჰქონდა მაგიდა დაჯავშნილი და რადგან საბინამ თავიდანვე იცოდა რომ თეჰიონი უნდა წასულიყო თავი უხერხულად იგრძნო იშინის წინაშე, ამიტომ თვითონ გაყვა ჩინელს.

  თეჰიონმა სწრაფად შეიხსნა ჰალსტუხი და სახლში შეირბინა, მშობლებს დაუბარა ჰოსოკთან ერთად მივდივარ ამ უიქენდზეო, ჩანთაში თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩატენა და სანამ დაიძვრებოდა ჯონს მისწერა.

ჩემი პრინცესა✨✨❤️❤️❤️❤️❤️❤️:გუ, თბილი ტანსაცმელი ჩააწყვე და კართან დამხვდი.

ჯონი: მიტაცებ? 🤔

ჩემი პტინცესა✨✨❤️❤️❤️❤️❤️❤️: ჰო😏

    ჯონგუკი ჭიშკართან იდგა, პირში სიგარეტის ღერით. ფეხსაცმელს ქვაზე ურტყამდა.

-ჩახტი,-მხიარულად შესძახა კიმმა და კარი გაუღო, ჯონგუკმა სიგარეტი ფეხით გაჭყლიტა, კვამლი გამოუშვა პირიდან და ჩანთა უკანა სავარძელზე ისროლა.

   ჯონგუკს სუნთქვა შეეკრა, თეჰიონი ისეთი ..  აღუწერლად სექსუალური იყო..

-სად მივდივართ?

-დაბადების დღეზე მაჩუქეს რაღაც სასტუმროში დასვენების ორი დღე და მეც უიქენდი ავირჩია.-თეჰიონმა ჩაახველა,-უფრო სწორად დამავიწყდა და დღეს ვნახე, ასე რომ სანამ თოვლი სულ დამდნარა მე და შენ მივდივართ.

-ოჰო.-პატარა ბაჭიასავით გააცმაცუნა ტუჩები გუკმა.

-არც მიფიქრია, რამე გეგმები ხომ არ გაქვს, გუ?-მოიქუფრა საკუთარ დაუკვირვებლობაზე კიმი.

-არა, უბრალოდ მამაჩემმა გამაღიზიანა.

-რატომ არ წახვალ ჩვენს ბინაში?

ვარდისფერი და მძიმეWhere stories live. Discover now