ორი თვის შემდეგ :
უკვე ორი თვე გავიდა ჩვენს ცხოვრებაში დღითიდღე ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ყველა ბედნიერია მათ შორის მეც და ჯიმინიც. ჩვენი ცხოვრება ნამდვილი ცოლ-ქმრის ცხოვრების რიტმს მიეჩვია.
- მინჯი საუზმე მზად არის - დამიძახა დედამ. დიახ დედამ, დედასთან ვარ რადგან ჯიმინი მივლინებაშია და არ უნდოდა მარტო ვყოფილიყავი. მეც დედასთან წამოსვლა ვამჯობინე.
- მოვედი
- შენი საყვარელი ბლინები - მითხრა დედამ და ბლინები წინ დამიდო. თავიდან გავიღიმე მაგრამ მალევე როცა ბლინის სუნი ვიგრძენი სახე შემეცვალა და აბაზანაში შევარდი. ვაღებინე? ძალიან შემეშინდა რატომ ვაღებინე?
- მინჯი შვილო კარგად ხარ??? - აბაზანის კარებს ჯაჯგური დაუწყო დედამ
- კი....კი დედა კარგად ვარ - ვთქვი სახეზე წყალი შევისხი და კარები გავაღე.
- საყვარელო რა მოგივიდა?
- არვიცი დედა.....ალბათ მოვიწამლე - ვუთხარი და თმა გადავიწიე - აღარ მშია ცოტას დავისვენებ - ვთქვი და ოთახში ავედი. ლოგინზე დავწექი დაძინება ვცადე და გამომივიდა კიდევაც მაგრამ მალევე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა ბუზღუნით გავახილე თვალები ,,ვინ ჯანდაბაა" ვთქვი და ტელეფონს ხელი დავავლე მაგრამ როცა ჯიმინის ზარი დავინახე სახე გამიბრწყინდა.
*გისმენ ჯიმინ
*პრინცესა როგორ ხარ??
*კარგად ჩიმჩიმ მაგრამ ძალიან მენატრები
*მეც საყვარელო მალე ჩამოვალ
*მაინც?
*12 ში საღამოს
*შენ რა ხუმრობ? მეგონა შენ დაბადების დღეზე აქ იქნებოდი - ვთქვი ნაწყენი ხმით
*ხომ იცი რომ შემეძლოს ახლაც წამოვიდოდი....
*ხომმ....კარგი
*კარგი წავედი მეძახიან - მითხრა და დამშვიდობებაც არ მაცადა ისე გათიშა. ცოტა გამიკვირდა ჯიმინი ასე არასდროს იქცევა ხოლმე. მაგრამ გავატარე და დაძინება ვცადე მაგრამ კარი შემომინგრია დედაჩემმა.
- მინჯი მიდი ძვირფასო ადექი
- რახდება დედა??
- რაღაც უნდა გავარკვიოთ
- ოო არ მაინტერესებს
- მიდი ეს მნიშვნელოვანია - ძალით ამაგდო და აბაზანის კართან მიმიყვანა
- აბაზანაში უნდა გაარკვიო რამე? - სიცილით ვუთხარი
- ხო აი ეს აიღე - მითხრა და პარკი მომაჩეჩა
- ეს რა არის?
- ეს ორსულობის ტესტია მიდი გაიკეთე
- რაა?? რა ორსულობის ტესტი გაგიჟდი დედა?
- მიდი სწრაფად გადავამოწმოთ - მითხრა და აბაზანაში შემაგდო. გამიკვირდა არამგონია ორსულად ვიყო მაგრამ გადამოწმებას წინ რაუდგას?
YOU ARE READING
იძულებითი სიყვარული? ( დასრულებული)
Action- შვილო მე და მამაშენმა ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ რომ უნდა შეუღლდეთ........ - რაა?? - ვთქვი და გაკვირვებული შევხედე ყველას. ეს ჯიმინი კი უბრალოდ კმაყოფილი იღიმოდა რა აცინებს კრეტინს - დამშვიდდი მინჯი ამას შენს სასიკეთოთ ვაკეთებთ - მითხრა მინჰომ და...