🌊

13 2 0
                                    

გავიღვიძე და ჩემს გვერდით აღარ იყო,ჟრუანტელმა დამიარა.
მეგონა რომ მიმატოვა და აღარ ვნახავდი თუმცა შევცდი იმავე საღამოს ისევ ჩვენს ადგილზე იყო და ოკეანეს გაჰყურებდა ნათქვამი ჰქონდა რომ ერთხელ ერთად ვიმოგზაურებდით ოკეანეში,(თუმცა ასრულება ვერ ეღირსა)
"ოკეანეში გადავეშვები და დავრჩები მანდ,თითქოს ოკეანეა ჩემი სახლი."
ახლა კი იდგა და მხოლოდ უყურებდა,თუმცა ამ ყურებაში ბევრ რამეს წაიკითხავდა კაცი.
გვერდით დავუდექი,შემამჩნია და თავი დამიხარა მოსალმების ნიშნად,მეც იგივე გავაკეთე.
2 საათი გვერდიგვერდ ვიდექით არც გვისაუბრია,უბრალოდ ვიდექით და ვუყურებდით ოკეანეს,შვება ვიგრძენი,მე ხომ მის გვერდით ვიდექი და მისგან სითბოს ვგრძნობდი.
მოსაღამოვდა და წვიმაც დაიწყო,უნდა წასულიყო გაცილება შევთავაზე თავიდან იუარა თუმცა ბოლოს მაინც დამთანხმდა,არ გვეჩქარებოდა ნელა გავუყევით გზას,ცოტახანში სახელი მკითხა მეც ვუთხარი გამიღიმა კარგი სახელი გაქვსო,ერთ ადამიანს ვიცნობდი და ძალიან კარგი ადამიანი იყოო,ბედნიერი გამხადაო.
მხოლოდ თავს ვუქნევდი,არვიცოდი რა მეთქვა.
ციოდა,კანკალებდა სახლში ასვლა შევთავაზე,დამთანხმდა.
მისი ისტორია მომიყვა რომელიც უკვე ბევრჯერ ჰქონდა მონაყოლი მაგრამ მეც ვუსმენდი და ვუღიმოდი,სასიამოვნო იყო მისი მოსმენა,თუმცა უფრო სასიამოვნო მისი ყურება იყო.
მისი კანი თეთრი ფითქინა თოვლივით,მისი თვალები ოკეანისფერი რომ შეხედავდი ჩაიძირებოდი მის თვალებში,თუმცა მისი ყელი ეს ყველაზე განსაკუთრებული ადგილი იყო რაც ძალიან მიყვარდა მასში.
ყელზე ნიშნები ისე ჰქონდა თითქოს თანავარსკვლავედი გადმოსახლდა მის სხეულზე-ო.
მიყურებდა იმ თვალებით რომლითაც შემიყვარდა,ასე უბრალოდ ადამიანი არ უნდა შეგიყვარდეს თუმცა მე ყოველგვარი მიზეზის გარეშე შემიყვარდა და ეს სიყვარული არ გამქრალა ჩემი გულიდან,მასაც ვუყვარდი ან ახლაც ვუყვარვარ.
მაგრამ მას უყვარს ადამიანი ვინც ახოვს,მე კი არ ვახსოვარ,ვერც კი მცნობს.
ყოველდღე იმ იმედით მივდივარ ოკეანესთან რომ ერთხელაც გამიხსენებს;მაგრამ უკვე ორი წელი გავიდა ის კი ამ ორი წლის განმავლობაში თავიდან მეცნობა და მიყვება მის ისტორიას.
მე შემიყვარდა და ეს სიყვარული ყველაფერზე წინ დავაყენე,შემიყვარდა გოგონა ჩემთვის საპირისპირო სამყაროდან;თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას რომ ის განსხვავდებოდა ჩემგან და სხვა ადამიანებისგან.
თუ გიყვარდება,გიყვარდება ადამიანის სული,გიყვარდება მისი ფიქრები,მისი სამყარო და მზად ხარ მის გამო უარი თქვა შენს სამყაროზე და გადახვიდე მისსაში.


გავიღვიძე და ჩემს გვერდით აღარ იყო,ჟრუანტელმა დამიარა.
მეგონა მიმატოვა და აღარ ვნახავდი თუმცა შევცდი იმავე საღამოს ისევ ჩვენს ადგილზე იყო და ოკეანეს გაჰყურებდა.
ის წითელი კაბა ეცვა მე რომ ძალიან მიყვარდა.
მის სისხლივით წითელ თმებს მილიონ ადამიანში ყოველთვის გავარჩევ,სულ მინდება რომ ამ თმაზე მოვეფერო და ეს უსასრულო იყოს.
კარგი იქნებოდა ვაკეთებდეთ იმას,რაც ასე ძალიან გვინდა.
ახლოს მივედი და მეც ოკეანეში დავიწყე იმის ძებნა რაც დავკარგე,თუმცა რა აზრი ჰქონდა?
სიყვარული ხომ ოკეანეში არ არის.
შემომხედა და მის თვალებში ტკივილი დავინახე,(გეფიცებით ცუდად გავხდი ვიცოდი ამ ტკივილის მიზეზი,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.)
-ამ ადგილას ერთი ბიჭი გავიცანი.
ბიჭი რომელმაც ბედნიერი გამხადა და ამ ცხოვრების აზრი დამანახა.
თუმცა იცი რა ქნა?
ადგა და უბრალოდ წავიდა.
იცი სად?
თუმცა საიდან გეცოდინება,მე თვითონაც არ ვიცი.
იცი ადამიანი როცა გიყვარდება,მისი შინაგანი სამყარო და მისი მე გიყვარდება.
მის მესში რომ შენსას ხედავ აი ეგ არის სიყვარული,მაგრამ....
მაგრაამ სიყვარულს ხომ აქვს დასაწყისი,ზუსტად ისევე აქვს დასასრული.
ჩვენი სიყვარული დასრულდა თუმცა იმედი მაქვს რომ ის მაინც ბედნიერია,სადაც არ უნდა იყოს და ვის გვერდითაც არ უნდა იყოს მჯერა რომ ბედნიერია.
იციი ჩემს ცხოვრებაში რაღაც მოხდა,მაგრამ სამწუხაროა რომ არ მახსოვს.სწორედ ამ რაღაცის გამო დამტოვა საყვარელმა ადამიანმა.
ახლა კი უნდა წავიდე,დროებით-მითხრა და გამიღიმა,რა ვიცოდი რომ ეს ღიმილი ბოლოს მომიღებდა.
ვუყურებდი როგორ მიდიოდა.
მზე ჩადიოდა.
მე კი ერთ ადგილზე გაყინული ვიდექი.


გავიღვიძე და ჩემს გვერდით აღარ იყო,ჟრუანტელმა დამიარა.
მეგონა მიმატოვა და აღარ ვნახავდი თუმცა....
თუმცა არ შევმცდარვარ.
საღამოს ჩვენს ადგილზე აღარ დამხვდა,აისრულა ოცნება რომელიც ასე ძალიან სწვავდა სხეულს.
რა ვიცოდი რომ ამის გაკეთება მართლა უნდოდა,რა ვიცოდი რომ გუშინ მას ბოლოჯერ ვნახავდი,რა ვიცოდი რომ ბოლოჯერ გამიღიმებდა.
იმ წითელი კაბით წავიდა ახალ სახლში მე რომ მიყვარდა და მაგიჟებდა.
იმედი მაქვს რომ კარგად მოეწყობა და შეეგუება მის ოცნების სახლს.

მე კი...
მე კი ისევ ყოველ დღეე ვივლი აქ მის სანახავად.

__________🌟🌟🌟🌟__________

Don't leave me...Where stories live. Discover now