7

390 24 0
                                    

  *2 კვირის შემდეგ*
  იმ ამბის შემდეგ ორი კვირა გავიდა. ახლავე გეტყვით თუ რა მოხდა ამ დროის მანძილზე. ჰარი მას შემდეგ ამელიასგან თავს შორს იჭერს. მხოლოდ სამსახურში თუ შეხვდებიან ერთმანეთს. რათქმაუნდა ბიჭს ცუდად ხდის მასთან ასე ახლოს და ამავდროულად ასე შორს ყოფნა მაგრამ იმაზე უფრო ცუდად ხდება როდესაც ამელიას სიტყვები ახსენდება ,,-ვიცი, რომ მოკვდა! შენ გგონია არ ვიცი? მაგრამ მაინც მიყვარს. არ შემიძლია თუ რა? რა ვუყოთ, რომ მოკვდა? სიკვდილის გამო ხომ არ გადაიყვარებ ადამიანს?!" ბიჭმა საბოლოოდ აღიარა რომ გოგონასადმი სიმპათიები ჰქონდა. მას ის მოსწონდა. პირველივე დანახვისთანავე მოეწონა მაგრამ საკუთარ თავს მაშინ გამოუტყდა როდესაც გოგონას სიტყვები მოისმინა. თავიდან ვერ იგდებდა. ამელიას დანახვისას მაშინვე ის ახსენდებოდა. როგორ უნდოდა ეს დაევიწყა. არ მიექცია ამისთვის ყურადღება და საპირისპიროდ ეფიქრა. ეფიქრა იმაზე რომ ამელია ადრე თუ გვიან მის დავიწყებას შეძლებდა და ჰარისაც მისცემდა შანს მაგრამ ბიჭს იმ დღის შემდეგ ყველანაირი იმედი გაუცრუვდა. იფიქრა გოგონასგან თუ თავს შორს დაიჭერდა მისდამი გრძნობებს გააქრობდა მაგრამ არა. ეს გრძნობები უფრო და უფრო იდგამდნენ მასში ფესვებს და ყოველი ამელიას დანახისთანავე ძლიერდებოდნენ. ბიჭს სუნთქვა უჭირდა. აღარ იცოდა რა ეღონა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ თუ ფილტვებს ამოიღებდა და მის სხეულს გაანთავისუფლებდა უკეთესად შეძლებდა სუნთქვას. ამელიას დანახვა და მისი ჰაერის უკმარისობა, გულის აჩქარება და მუცელში წვის გრძნობა ერთია. ახლაც ჰარის ფოტოაპარატი უჭირავს და ამელიას უღებს ფოტოებს. ნეტა იცოდეთ როგორი რთულია ახლა ეს პროცესი მისთვის. ამელიაც არ იყო კარგ მდგომარეობაში. იმ ამბის შემდეგ ორი დღე ნიკს მისტიროდა და მასთან დაკავშირებულ მოგონებებს თავიდან ვერ იგდებდა. მაგრამ ახლა ეს სულ გადაავიწყდა. გოგონა ხვდება რომ ჰარი მისგან თავს შორს იჭერდა და აღარაა ამელიასთან ისეთი თბილი და მოსიყვარულე როგორიც ადრე იყო. მასთან ახლოს უნდოდა ყოფნა. მასთან ახლოს ყოფნისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სიცოცხლის დღეები ემატებოდა. მის თვალებში ხედავდა სამყაროს. ისეთს რომელშიც არანაირი ტკივილი არ არსებობდა. მხოლოდ ბედნიერება. რატომ უნდოდა მასთან მეტი დროის გატარება და გვერდში ყოფნა? მას ხომ ისევ ნიკი უყვარს. დღემდე ვერ ჩაახშო მონატრება და ვერა და ვერ გააქრო ის გრძნობები რასაც ნიკის მიმართ გრძნობდა. მაგრამ ამასთან ერთად ჰარისთან ყოფნაც სურდა. არ იცოდა ამის მიზეზი. უბრალოდ სურდა ბიჭის წინ დამდგარიყო და საათობით ეცქირა მის ულამაზეს ზურმუხტისფერი თვალებისთვის. თავში უამრავი კითხვა უტრიალებდა. ვერ ხვდებოდა თუ რატომ იზიდავდა ჰარი ასე ძაან და რატომ არ ასვენებდა მასთან ყოფნის სურვილი. რამდენჯერმე გამოლაპარაკებაც კი სცადა მაგრამ ბიჭი ყოველთვის მოკლე პასუხებს გასცემდა ხოლმე და თავს აარიდებდა. ამელიამ არც ამის მიზეზი არ იცოდა თუ რატომ გახდა ცივი მის მიმართ.

ლიფტიWhere stories live. Discover now