1. რატომ კომედიური ჟანრი და რატომ ამ აპლიკაციაში?
- სიმართლე რომ გითხრა, 1 წლის წინ რომ დაესვათ კითხვა, დაწერდი თუ არა კომედიურ ჟანრში რაიმე ნაშრომსო, ჩემი პასუხი, ალბათ, გაურკვეველი იქნებოდა, სავარაუდოდ ვიტყოდი, რომ წარმოდგენა არ მქონდა დავწერდი თუ არა. იდეა ამ აპლიკაციაში კომედიური ნაშრომის დაწერაზე მოულოდნელად მომივიდა. ერთწლიანი წერის მანძილზე, პირველად უნდა დამეწერა ვანშოთი, ანუ ერთთავიანი წარმოდგენა. სულაც არ მქონდა მიზნად იუმორისტულ ჟანრში შემექმნა სიუჟეტი, მაგრამ როგორც კი პირველი აბზაცი დავწერე, ისე, უცებ წავიდა მუზა... მივყევი და მივყევი, ბოლოს კი ასე უბრალოდ - "parrot fairy" შემომეწერინა, რომელზეც კომენტარებში მკითხველის დიდი რაოდენობა მთხოვდა, რომ ასეთი სახის ვანშოთი კიდევ დამეწერა. ახლა ამ კითხვაზე ჩამოყალიბებული პასუხი მაქვს. ვატპადი ერთადერთი აპლიკაციაა(ჯერ-ჯერობით)ჩემთვის, რომელშიც მყავს მკითხველი და ძალიან ბევრი საყვარელი ავტორი, მე კი ჩემი კომედიური შემოქმედებებით ვცდილობ მათ ლამაზ სახეებს ღიმილი მოვფინო. პირადი აზრია, რომ კომედია და იუმორი გადაარჩენს კაცობრიობას, რადგან კარგად იცით, რომ სიცილი ჯანმრთელობაა, ის სწორედ ის წყაროა ცხოვრებაში, რომლითაც ადამიანს შეუძლია დღე გაიბედნიეროს, მე კი მიყვარს ის მომენტი, როდესაც ამ პატარა ნაშრომებით მათ სახეზე ულამაზეს ღიმილს ვხედავ. ამ დროს მეც ბედნიერი ვარ, უზომოდ თან.

YOU ARE READING
21 კითხვა Mall0ra-სთან
Non-Fictionდღეს ჩვენი სტუმარია ცისარტყელასავით ფერადი გოგონა, რომლის მრავალფეროვანი ნაშრომებიც თქვენში უამრავ განსხვავებულ ემოციას გამოიწვევს. თქვენ მალორას გაიცნობთ! ეს არის რუბრიკა "21 კითხვა ავტორთან" და მე ამ რუბრიკის წამყვანი, სალომე მექვაბიძე, იგივე პინგ...