-შენ აქ რა გინდა?-დამფრთხალმა მიხურა სასწრაფოდ კარი და რომ არა მძიმე ფეხი, ზღურბლში ჩადებული გამოუვიდოდა ცხვირწინ მიერტყა მისთვის კარი.
-შენს სანახავად მოვედი, გეყოფა ჰარი, კარი გამიღე.
-არავითარ შემთხვევაში, აქედან მომწყდი!-შესძახა გრძელთმიანმა და მეტად მიაწვა კარს. ტატუებიანის ფეხსაცმელმა ხმა გამოსცა მალე, ალბათ, სულ შუაში გადაუმტვრევდა ძვლებს, ისე ძლიერად უნდოდა მისი მოცილება.
-არსად არ წავალ, კარი გამიღე, ჰარი.-ლუის არ უნდოდა ძალა ეხმარა, კარი მხოლოდ ცალი ხელით ეჭირა, ჰარი მართლა ძლიერად აწვებოდა კარს და მარტივად შეეძლო მისთვის ფეხი მოეტეხა.
-ვიყვირებ, გეფიცები ციხეში ამოგალპობ, ვინ გამოგიშვა, რომელმა ჭკუიადმყოფელმა დაგანახა დღის სინათლე, ძაღლო?!-ხმამაღლა გაჰყვიროდა გრძელთმიანი და სასოწარკვეთამდე მისული აწვებოდა ხის კარს. გულზე ლოდად ჩამოეკიდა წამების წინ დანახული სილუეტი, მისი დანახვა აღარ სურდა.
-გააღე კარი, ხომ იცი რომ შენზე ძლიერი ვარ?-მშვიდად აგრძელებდა საუბარს ლუი.
-გამწარებულ ადამიანზე ძლიერი ვერ იქნრბი. მიშველეთ, დამეხმარეთ, გემუდარებით,-ხმამაღლა მორთო კივილი გრძელთმიანმა, ლუის სხვა გზა აღარ დაუტოვა.
ბიჭმა ერთი ბიძგით გაარღვია წინააღმდეგობა და შავებში ჩაცმული გრძელთმიანი მკლავებში მოიგდო, წელზე მოეჭიდა. კარი უხეში ბიძგით დახურა. ჰარიმ სიძულვილი შეუშვა ფილტვებში, ლუის ტომლინსონს თან სდევდა სიძულვილის სურნელი და როდესაც ჰარი მას ხედავდა ან იხსენებდა მუდამ ეს სიმძაფრე უწვავდა ნესტოებს, შემდეგ კი ფილტვებს. ლუს ზურგით ეჭირა სასოწარკვეთილი სტაილსი და წელზე მოჭერილი ხელითვე უკავებდა ხელებს, ბიჭი ირხეოდა, მოძრაობდა, ფართხალებდა, გათავისუფლებას ლამობდა, მაგრამ უაზროდ. ლუი მასზე ბევრად ძლიერი იყო. ჰარის სხეულის დონეზე იყო თავადაც წახრილი და მთელი სხეულით მასზე აკრული ისუნთაქავდა მონატრებულ სურნელს მისი კისრიდან. ჰარი კანაკალებდა, შიშისგან თუ ზიზღისგან ზუსტად არ იცოდა ლუიმ. 90°-ზე იყო მოხრილი წელში და თავს უკან სწევდა რომ ლუის ცხვირს არ ჰქონოდა საშუალება მის კისერს შეხებოდა. ლუი ალმოდებულ საგანს ჰგავდა, რომელიც ტანზე მოგეკვრება და გწვავს, ვერ იშორებ. იმდენად სწრაფად სუნთქავდა, ისე ღრმად, ჰარიმ წამით აზროვნების უნარიც დაკარგა, პირი გაეღო ლუის, თითქოს დიდხანი ვაკუუმში მყოფი ახლა ცდილობდა ფილტვების ავსებას ჰაერით და ხარბად სუნთქავდა, ვეღარ გაეგო ცხვირით ესინთქა თუ პირით.
ESTÁS LEYENDO
Revenge
Fanficვანშოთი 🔞🔞 ლუი ტომლინსონი აღმერთებს ჰარი სტაილსს. იგი ყველაფერზე წამსვლელია ჰარისათვის, მოკლავს კიდევაც, მისთვის. "-შენ ჩემი ცხოვრების წყევლა ხარ, სანამ ცოცხალი ხარ მე მოსვენება და ჩემს გულს მშვიდობა არ უწერია.-ზედ აახოხდა დაღლილი ჰარი და თვალებ...