ლისა ბანაობდა როდესაც ჯონგუკი ადრიანად ადგა და მოემზადა.
"პატარავ?"-ლისამ შეამჩნია როგორი ჩაფიქრებული იყო ჯონგუკი, თითქოსდა მთელი ეს დრო მის თავში რაღაც ტრიალებდა. "როზე?"-გაიფიქრა მან. "შეუძლებელია."-ლისა გაბრაზდა საკუთარ ფიქრებზე. არ შეიძლება ის იყოს, მაგრამ მას და ჯონგუკს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. შეიძლება ჯონგუკს შეუყვარდა ის თავისი მხიარული ხასიათის გამო.
"გისმენ?"-ჯონგუკი შემოტრიალდა და სწრაფად აკოცა სანამ წინდებს და ფეხსაცმელებს ჩაიცვამდა.
"ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს ხო?"-ლისამ დაბლა დაიხედა.
"ჰეიი...რა ხდება?"-ჯონგუკი მასთან მივიდა და ლოყაზე მოეფერა.
"უბრალოდ თავს ისე Ვგრძნობ თითქოს გამუდმებით რაღაცაზე ფიქრობ."-ლისამ თითქმის დაიჩურჩულა.
"პატარავ,არა. ეს უბრალოდ...მე უბრალოდ, ცოტათი დაღლილი ვარ ამ დღეებში სამსახურის გამო. მხოლოს ეს არის."-ჯონგუკი ისევ ლოყაზე ეფერებოდა მას. გუკიმ თვითონაც არ იცოდა რა ემართებოდა. მას მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ჯიმინზე შეეძლო ფიქრი. ჯონგუკს არ მოსწონდა თემინი, ის მაც ცუდ ბიჭად აღითქვამდა.
ის ჭკვიანია, ძალიამ სიმპატიური და მხიარული. რაც ყველაზე მთავარია ის ჯიმინს აბედნიერებს.მაგრამ მაშინ რა არის პრობლემა?
"კარგი. ღამე გნახავ?"- ლისამ ღრმად აკოცა ჯონგუკს, ჯონგუკი კი ვერაფერს გრძნობდა. მან კოცნა გაწყვიტა იმ მიზეზით რომ დააგვიანდებოდა.
"კი პატარავ, შეხვედრამდე."- ჯონგუკმა მას ლოყაზე აკოცა, მოსაცმელი აიღო და წავიდა.
ლისა გაემზადა და YG სტუდიაში წავიდა. მისვლისთᲜავე დაინახა გოგონები რომლებიც ისხდნენ და საუბრობდნენ.
"გამარჯობა ლისა."-როზე გაიქცა და ჩაეხუტა მას.
"გამარჯობა ჩე"-ლისამ ლოყაზე აკოცა მას.
"რა ხდება? ცუდად გამოიყურები."-როზემ მას თვალებში ჩახედა. მაგრამ ლისა არ აპირებდა მისთვის რამის თქმას რადგან ის ისევ ფიქრობდა რომ ჯონგუკი მას როზესთან ღალატობდა.
YOU ARE READING
STRAIGHT
Fanfictionჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️