თავი მესამე

720 41 29
                                    

მთელი დღე სახლში გავატარე,სკოლის შემდეგ კრისი მოვიდა, თუმცა მალე მოუწია წასვლა. ჰენრიც შინ არის, თუმცა დიდად არ ვაწუხებ,მისაღებ მისაღებ ოთახში საინფორმაციოს ფონზე რაღაც ფურცლებს ამოწმებს,მე კიდევ ოთახში ვწევარ,წამლებით და ცხელი სითხეებით გაბერილი. საღამომდე უნდა მოვჯობინდე, თორემ ისე ჰარის რა აიტანს, თუმცა შემიძლია მთელი დღე არ გავიდე ოთახიდან,ჰენრი კი გაგიჟდება, მაგრამ რამეს მოვიმიზეზებ.
მომდევნო ორ დღეს შაბათი და კვირა უწევს, ვეცდები ბავშვების სანახავად გავიდე, უქმეებს მოწყენილობაში ვერ გავატარებ.
-ელისაბეტ, საჭმელი უნდა გამოვიძახო,რას შეჭამ?-ჰენრიმ ამომამითხა ოთახში,წამით დავფიქრდი, თუმცა არ მშიოდა.
-არაფერი მინდა.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო,ვეცდები ცოტა დავიძინო, მოთენთილი ვარ.
-კარგი,პიცას გამოვიძახებ და დაგიტოვებ.
-კარგი.- გამიღიმა და დამტოვა.

→ჰარის თვალთახედვით←
ბიძაჩემის ოფისიდან გვიან დავბრუნდი.შემდეგი კვირიდან ერთი წლის ვადით მისი ოფისის დირექტორი ვიქნები, თვითონ პენსიაზე გასვლა უნდა,ბიზნეს კი მე მაბარებს. ვინაიდან მას მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს, ისიც გოგო,რომელსაც ასეთი რაღაცები არ გაეგება და არც აინტერესებს, ამიტომაც გადაწყვიტა დისშვილს დაუტოვოს ყველაფერი. ერთი წლის შემდეგ,როცა ყველაფერი ისე წავა,როგორც მე მინდა, ჰენრის პარტნიორი გავხდები. ერთად გაერთიანებაზე მას შემდეგ დავიწყეთ ფიქრი,რაც დირექტორის ადგილი დაიკავა,როგორც უფროს ვაჟს მას მამისგან ერგო ეს პატივი.
ოფისიდან ნიკოლთან უნდა გამეარა, თუმცა გადავიფიქრე,ზედმეტად დავიღალე იმისათვის, რომ ახლა მასთან მივიდე.
შინ დაბრუნებისას მისაღებ ოთახში გავედი,ჩემს ძმას დივანზე ჩასძინებია,მასზე გამეცინა,პლედში გახვეული ბავშვივით იყო.
სამზარეულოში შესვლა დავაპირე, მთელი დღეა არაფერი მიჭამია.
შიგნით პატარა,ენატლიკინა ბავშვი დამხვდა, სახეზე ფერი არ ადევს.
-კიდევ ცუდად ხარ?- ვკითხე,როცა შიგნით შევედი.
-არა.
-ჰმ..- ჩავიცინე და ნამცხვარი
გამოვიღე,სხვა არაფერი მომინდა ამ წუთას აქედან. ერთი ნაჭერი მოვიჭერი და მის წინ დავჯექი. რიჟა თმა,სახეზე ალაგ-ალაგ დაყრილი ჭორფლები, ვარდისფერი ტუჩები. სრულიად შეიცვალა,თუმცა პირველად რომ ვნახე,მას შემდეგ თითქმის ექვსი წელი გავიდა.
ჩემი მზერა რომ შენიშნა ისიც მომაშტერდა,თან პიცას ჭამდა. მის შემხედვარე ცალყბად ჩამეღიმა.
-დიდხანს უნდა მიყურო ასე?
-თუ ხალათს კარგად შეიკრავ აღარ მოგაშტერდები.- წარბები შეკრა,საკუთარ თავს დახედა და ამოიოხრა, კარგად მოიჭირა ქამარი, შემდეგ კი წამოდგა.
-სად მიდიხარ?
-რა შენი საქმეა.
-დაჯექი,ვისაუბროთ.
-არ მინდა.- გასვლა დააპირა,თუმცა ხელში ვწვდი.
-ჩემი გეშინია,ჯუნ?
-ეგ რა შუაშია.
-მაშინ ცოტახანს დარჩი.
-უბრალოდ არ მომწონხარ, შენთან დროის დაკარგვას არ ვაპირებ.
-არც მე მეხატები გულზე, მაგრამ ერთ ჭერქვეშ უნდა ვიყოთ, ვფიქრობ ადრე თუ გვიან მოგიწევს ჩემთან ერთად ჯდომა და დროის დაკარგვა.- ხელი გავუშვი და ისევ სკამზე ჩამოვჯექი.
-მხოლოდ შენს ოცნებებში.- ამოიოხრა და გავიდა, მაგასაც ვნახავთ,პატარა ჯუნ.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora