18

2.4K 180 98
                                    

  საბინა ჩუმად იჯდა ჯონგუკის ბინის სამზარეულოში. თეჰიონი წუწუნებდა, რომ გუკმა სახლი ხახვის სუნით ააქოთა და რომ თმაში გაუჯდა მოშუშული ხახვის სურნელი. ჯონგუკი ისე უყურებდა უფროსს, როგორც უკანასკნელ სულელს, თმაზე ყნოსავდა და წამდაუწუმ ეხებოდა. თეჰიონს შეხება დიდად არ უყვარდა, საბინას ისიც ახსოვს, როგორ კიცხავდა თე ოჯახის წევრებს შეხების გამო, ჯონგუკთან კი კომფორტულად იყო. გოგონა თითქოს მოსიყვარულე წყვილის ოჯახურ ბედნიერებას შეჰყურებდა. თეჰიონი ჯონგუკს გათლილ სტაფილიებს პარავდა ჯამიდან, რომელშიც ბიჭი სალათს ამზადებდა, თხუნელასავით აცმამცუნებდა კიმი პირს და სწრაფად ღეჭავდა სტაფილოს. ჯონგუკმა გულიანად გადაიხარხარა, როდესაც ჩქარა ჭამისგან სლოკინი აუტყდა ბიჭს და მთელი თხუთმეტი წუთი ცდილიბდა მის შეჩერებას ან მოცილებას. სუნთქვაც შეიკავა, შაქრის ნატეხი ჩაიდო ენის ქვეშ, წყალი დალია ყლუპებად, რაც გაეგო სლოკინის წინააღმდეგ ყველაფერი ქნა, მაგრამ არაფერმა უშველა. 

-დავიბან და ვჭამოთ,-გამოაცხადა კიმმა, როდესაც საჭმელი თითქმის მომზადდა.

-მე პურს ამოვიტან, ბრინჯის მოხარშვა დამავიწყდა და ახლა ვეღარ მოესწრება შენ კი ლამისაა თავი წამჭამო.-ქურთუკი მოიცვა გუკმა.

-მიყვარს პური,-სასხვათაშორისოდ თქვა თეჰიონმა და ჯონგუკის ოთახში გაფლატუნდა. 'ალბათ აქ ხშირადაა და თავს სახლში გრძნობს' თავს ირწმუნებდა საბინა 'ჰო, სახლში' იმედგაცრუება გაისმა მის თავში, როდესაც თეჰიონმა ჯონგუკის ოთახიდან საკუთარი სპორტულები გამოიტანა. ეს სპორტულები საბინამ აჩუქა,
მისთვის შეაკერინა სპეციალურად, სხვა ათასში გამოარჩევდა. გულზე პატარა ასოებით KTH-ც კი ეწერა. სანამ თეჰიონმა გაიაზრა რა ეჭირა ხელში და უცებ შეცვალა ისინი, საბინამ ყველაფრის გააზრება მოასწრო.

  გოგონა ჩუმად ჯდომას აგრძელებდა. ვერაფერს გრძნობდა, არც ბრაზობდა და არაც მათი ესმოდა, უბრალოდ ჩუმად იყო. თითქოს ყველაფერი, რაც მოხდა მის მიღმა იყო და მას არ შეხებია. თვითონ ერთადერთი რაზეც ჯავრობდა თეჰიონის ღალატი იყო, არ უნდოდა მოღალატე ყოფილიყო. იშინთან დაწოლას კი არა ღალატს განიცდიდი და რა გამოდის? კიმ თეჰიონი, ის კიმ თეჰიონი რომელმაც ხელი სთხოვა, რომელსაც აღმერთებდა თავად ღალატობს? აქ სხვა ბიჭთან ერთად ცხოვრობს, ნეტავ რამდენი თვეა რაც ეს ხდება? რამდენი ხანია რქებით ამკობს საცოლეს? რამდენად სერიოზულია მათი ურთიერთობა? თვითონ რა უნდა ქნას.. უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში, ზოგიერთზე პასუხიც იცოდა, მაგრამ პასუხი უფრო აშინებდა, ვიდრე კითხვა და ამიტომ მათ არ პასუხობდა. ხელები მაგიდაზე ჩამოდი და ზედ თავი ჩამოაყრდნო. ნეტა, საერთოდ გაქრებოდეს.

ვარდისფერი და მძიმეWhere stories live. Discover now