*1 თვის შემდეგ*
დილით ამელიას ტელეფონის ზარი აღვიძებს. მეორე მხარეს გადატრიალდა რომ ტელეფონი აეღო მაგრამ უეცრად იატაკზე აღმოჩნდა
-აა - დაიკივლა ამელიამ ტკივილისგან. ტელეფონი ისე აიღო იატაკიდან არ ამდგარა და ტკივილნარევი ხმით უპასუხა
-გისმენთ
-პატ... - სიტყვა გაუწყდა ჰარის როდესაც ამელიას ასეთი ხმა გაიგო - ამელია კარგად ხარ? ესეთი ხმა რატომ გაქვს
-კი ჰარი კარგად ვარ უბრალოდ...აჰ - იატაკიდან წამოწევა სცადა მაგრამ მხარი ეტკინა - მე ლოგინიდან გადმოვარდი და უჰ - ძვლივსძვლივობით წამოდგა ამელია. ჰარი ორიწუთი ჩუმად იყო ბოლოს კი ისტერიული სიცილი აუტყდა
-ჰარიიი ნუ დამცინი
-კარგი პატარავ ჩუმად ვარ - მისმა სიჩუმემ დიდხანს არ გასტანა და კვლავ სიცილი დაიწყო. ამელიას სიამოვნებდა მისი ხმის მოსმენა მაგრამ ამავდროულად აღიზიანებდა ის რომ მას დასცინოდა
-კარგად - გაბრაზებულმა თქვა ამელიამ და ტელეფონი გათიშა. ლოგინი გაასწორა და აბაზანაში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად შემდეგ კი იქიდან გამოვიდა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო.სამზარეულოში უნდა შესულიყო მაგრამ კარების ხმამ აიძულა იქ მისულიყო და გაეღო.
-დილამშვიდობისა პატარავ - გაღიმებული მიესალმა ჰარი
-დილამშვიდობის - თქვა ამელიამ და უკან გამობრუნდა. ჰარი სახლში შევიდა. ხვდებოდა იმას რო მისი გოგო მასზე გაბრაზებული იყო და ყველაფერს გააკეთებდა რომ რამენაირად შემოერიგებინა
-მომენატრე - ამელიამ ტუჩის კუთხე ჩატეხა მაგრამ კვლავ დაასერიოზულა სახე. ჰარის რათქმაუნდა ეს არ გამოპარვია
-მე არა - გაბუსხული სახით უპასუხა ამელიამ და ჩაის მომზადება გააგრძელა. ჰარის მისი სახის შემხედვარე ძალიან მოუნდა მის ტუჩებს დაცხრომოდა.
-კარგი რა პატარავ. ისე მხარი როგორ გაქვს
-ძალიან კარგად - თქვა და მისაღებში გავიდა. მდივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორში არხების დათვარიალება დაიწყო. მდივანის საზურგეს მიეყრდნო და ჩაი იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე დადო. ჰარი მას მიუახლოვდა მდივანზე წამოწვა და გოგონას მუცელზე დაადო თავი. ამელიამ ხელები გადააჯვარედინა იმისგამო რომ ცდუნებას არ აყოლოდა და ჰარის კულულებზე თამაში არ დაეწყო. ჰარიმ ამოიოხრა და ხელები უკან წაიღო რომ ამელიას ხელები ეპოვნა. როგორც კი იპოვა მისი თმისკენ წაიღო და კულულებში შეაცურებინა. ამელია ვეღარ შეეწინააღმდეგა და მის თმებთან თამაში დაიწყო. ჰარი გადმოტრიალდა და ხელები წელზე მოხვია
-ნუ მიბრაზდები რა - ამოიბურტყუნა ჰარიმ და საწყალი თვალებით შეხედა ამელიას
-ხოდა შენც ნუ დამცინი
-სასაცილო იყო - ჩაეღიმა ჰარის
-ხოდა ეხა უფრო გაგებუტე - ტუჩი გადმოაგდო გოგონამ, ხელები ჰარის თმებს გაუშვა და ისევ გადაიჯვარედინა
-ანუ გამებუტე - ამელიამ პასუხი არ გასცა და თავი გვერდით მიატრიალა. ჰარი წამოდგა, გოგონას ქვედა ტუჩზე აკოცა რომელიც პატარა ბავშვივით ქონდა გადმოწეული და სახლიდან გავიდა. ამელიას გაუკვირდა მისი ეს საქციელი მაგრამ დიდი ყურადღება აღარ გაუმახვილებია და ტელევიზორის ყურება განაგრძო