იძულებითი პაემანი.

209 29 27
                                    

ჯონგუკს მთელი ღამე მშვიდად ეძინა თეჰიონისგან განსხვავებით, რომელსაც არც ერთ წამს არ მიჰკარებია ძილი. მთელი ღამე ფიქრობდა რა ექნა, როგორ შეეტყობინებინა ქაისთვის, დარწმუნებული იყო, რომ ჯონგუკმა რაც თქვა იმას აასრულებდა  კიდეც. ამიტომ მთელი ღამის განმავლობაში გამოსავალს ეძებდა რომელსაც ვერ მიაგნო.

ჯონგუკის წასვლის შემდეგ ეზო მოათვალიერა და იპოვა რამდენიმე მცველი უგონო მდგომარეობაში,როგორც ჩანს გათიშეს. როგორც კი გონს მოვიდნენ მაშინვე თეჰიონთან შემოცვივდნენ, ძლივს დაარწმუნა რომ ქაისთან დარეკვა არ იყო საჭირო, რადგან თვითონ უკვე შეატყობინა. მეორე დღეს კი დაცვა უფრო გააძლიერეს. ახლა კი დარწმუნებით იტყოდა თეჰიონი რომ ჯონგუკი სახლში ვერანაირად ვეღარ შემოაღწევდა.

მთელმა დღემ ისე ჩაიარა ვერც კი გაიგო, მტელი დღე იჯდა დივანზე და არაფერს აკეთებდა არც ჭამდა და არც სვავდა. 

ამოიოხრა როცა სამზარეულოდან მადუღარას ხმა გაიგო ფეხზე უნდა წამომდგარიყო როცა ტელეფონზე უცხო ზარი შემოვიდა. ცოტახანს უყურა თითქმის დარწმუნებყლი იყო ვინ შეიძლება ყოფილიყო. ამოიოხრა და უპასუხა.

- გარეთ გელოდები. - მოესმა ჯონგუკის მეტად მხიარული ხმა რამაც უფრო გააღიზიანა.

არაფერი უპასუხია ისე გათიშა და გაბრაზებულმა ტელეფონი ისროლა, იცოდა უნდა წასულიყო , იძულებული იყო ამიტომ საღამურები გაიხადა და შავი შარვალი და ამავე ფერის ჰუდი ჩაიცვა, არც აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა უკვე გაეხილი ელეფონი აიღო და სახლიდან გავიდა.

- სადმე მიდიხართ ბატონო თეჰიონ? - მაშინვე მივიდა მასთან დაცვის წევრი.

- მეგობარმა მომაკითხა და მასთან მივდივარ.- უემოციოდ უთხრა - უსაფრთხოდ ვიქნები. 

- მაგრამ გუშინ...

- ვიცი რაც მოხდა გუშინ - ამოიოხრა - გეუბნებით რომ უსაფრთხოდ ვიქნები.

I Am Your AlPha, And You.../K.T J.H. J.J. P.J.Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ