5

708 65 26
                                    

ჯონგუკი YG სტუდიასთან მივიდა. ის ძალიან გაბრაზებული იყო თემინის და ჯიმინის გამო. მან საჭეს ხელი დაარტყა და დაიღრიალა.

"აჰჰჰჰ!რატოომ?!-ჯონგუკმა თმებში ხელი წაივლო და სასოწარკვეთილი ღრიალი ამოუშვა.

ის სტუდიაში შევიდა როდესაც უეცრად მხარზე დარტყმა იგრძნო.

"რა ჯანდაბაა"-ჯონგუკმა უნებლიედ წამოიᲧვირა.

"დიახ. რა ჯანდაბაა?!"

"როზე, რას აკეთებ შენი აზრით?"-ჯონგუკმა თქვა გაბრაზებულმა.

"მისმინე. შეიძლება ეს ჩემი საქმე არ არის მაგრამ ლისა ჩემი საუკეთესო მეგობარია, და არ შემიძლია ასე უბრალოდ ვუყურო თუ როგორ არის ყოველᲓღე გაბრაზებული. ის ცოტას გველაპარაკება. დღეს თქვა რომ პატარა პრობლემა აქვს შენთან. ლისა ცდილობს რომ არაფერი შეიმჩნიოს მაგრამ ეს კარგად არ გამოდის."

"როზე მისმინე..."ჯონგუკმა სცადა მაგრამ შეაწყვეტინეს.

"ჯონგუკ, თუ რამე ხდება, უთხარი მას. ნუ ანადგურებ ლისას. მას შენ ძალიან უყვარხარ."- როზემ თბილად უთხრა და მისი ხელი აᲘღო.

"ვიცი როზე."-ჯონგუკმა ამოისუᲜთქა. მან იცის, იცის რომ ლისას ის უყვარს მაგრამ მან უბრალოდ არ იცის რა მოსდის ამ დღეებში. ის გამუდმებით ჯიმინზე ფიქრობს და ვერ გებულობს რატომ ხდება ეს ასე.

"ის ყველაფერს გააკეთებს რომ შენ გაგაბედნიეროს, ამიტომ გთხოვ შორს ნუ დაიჭერ მისგან თავს. ჩვენ მას დილას მოვიყვანთ სახლში. შენ, ბიჭებთან ერთად იქნები ჯიმინის დაბადების დღეზე ხო?"-როზემ თქვა დაინტერესებული სახით.

"კი საყვარელო....და მადლობა რომ მასზე ზრუნავთ."- ჯონგუკი ძალიან მადლიერი იყო.

"კარგი რა! ეს ჩვენი მოვალეობაა. თქვენ ერთად ძალიან კარგი წყვილი ხართ, უბრალოდ მოაგვარეთ პრობლემა გთხოვთ."-როზემ გაუღიმა და ძლიერად ჩაეხუტა.

ლისა მათგან დაშორებით იდგა და მათ უყურებდა. ხედავდა თუ როგორ საუბრობდნენ და ეხუტებოდნენ ერთმანეთს. ახლა კი მისი ფიქრები რეალობად იქცა.
ჯონგუკი მასთან მივიდა და ჩაეხუტა.

STRAIGHTWhere stories live. Discover now