Ava's POV:
—ეივა, დამშვიდდი.-ზურგზე ხელის სმით მეუბნება ლუი.
—ლუი,-მისკენ ვატრიალებ თავს.—ვერ ვწყნარდები, როცა ვიაზრებ რომ ამ ყველაფრის გახსენება კიდევ ერთხელ მოუწევს.
—სამწუხაროდ, ეს კიდევ ბევრჯერ მოუწევს, სულ რომ ასეთი სიტუაციები არ იყოს.
—ვიცი, ვიცი.-მზერა ჰარიზე გადამაქვს, რომელსაც გრიმს უკეთებენ.—უბრალოდ... ვერა, ვერ ვწყნარდები.
—განაღვლებს ჰარი. ხომ ასეა?-გვერიდანაც მშვენივრად ვხედავ, როგორ იღიმის.
—რა თქმა უნდა, მანაღვლებს. ჩვენ მეგობრები ვართ. ნუ, ვცდილობთ მაინც, რომ ვიყოთ.-მხრებს ვიჩეჩ.
—კარგია. სჭირდება ჰარის შენნაირი მეგობარი.-ბოლო სიტყვას სპეციალურად განსხვავებული ტონალობით ამბობს.
—ლუი,-მისკენ ვიხედები.—მშვენივრად ვხვდები საითკენაც მიგყავს საუბარი და მართლა არ მესიმს, ამდენად რთული დასაჯერებელია ქალის და კაცის მეგობრობა?-გულწრფელად ვკითხულობ, ლუის კი უკვე ეტყობა, რომ საკუთარ ნათქვამს ნანობს.—მთელი სერიოზულობით ვამბობ, მართლა არ მესმის რატომ მიწევს ამის ახსნა ან შენთვის ან მედელინისთვის.-მობეზრებული ტონით ვამბობ.
—კარგი, კარგი.-ხელებს დანებების ნიშნად მაღლა სწევს.—უბრალოდ, პირადად მე მქონდა ისეთი შემთხვევა, მეგობარია-თქო რომ გავიძახოდი და აი, დღეს ეგ მეგობრობა სიყვარულში მაქვს გადაზრდილი.-მხრები აიჩეჩა.
უკვე მეორედ ახსენა ის გოგო ჩემთან. როგორც ჩანს ძალიან უყვარს. იმედი მაქვს, ერთ დღესაც გავიგებ ვინაა.
—ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ასე მოუვა, მითუმეტეს მე და ჰარის.-თავი გავაქნიე.
—ხო, რა ვიცი.-კვლავ მხრებს იჩეჩს.
Harry's POV:
მტკინვეულია.
მტკინვეულია იმის ხმამაღლა აღიარება, რომ ქალმა, რომელზედაც ბავშობიდან მზე და მთვარე ამოგდიოდა, გიღალატა. გიღალატა იმასთან, ვისაც უყვებოდი, თუ რა ძლიერ ჰქონდა შენში ფესვები გადგმული ამ ქალის მიმართ სიყვარულს.
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fiksi Penggemar| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...