12

405 17 0
                                    

-არ მოგენატრე საყვარელო?
-შეენ?
-ხო მე
-შენ აქ ... რანაირად შენ ხომ ...
-მოვკვდი? - ამელიას სათქმელი დაასრულა ნიკმა
-ეს რანაირად - დაბნეული ლაპარაკობდა ამელია
-უბრალოდ გადავრჩი
-მაგრამ მე მითხრეს
-რომ მოვკვდი. ვიცი
-და აქამდე სად იყავი?
-ეხა ხომ მოვედი
-ნიკ - ამოიოხრა ამელიამ
-კარგი რა გეყო ამ უაზრო კითხვების დასმა უბრალოდ ჩამეხუტე - ამელია თავიდან ყოყმანობდა მაგრამ ბოლოს მაინც მოხვია წელზე ხელები და გულზე აეკრო. ძალიან კარგი გრძნობაა მონატრებულზე ჩახუტება მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ამ დროს ამელია ძალიან ბედნიერი იყო ნიკის გამოჩენით.  გულის სიღრმეში მაინც უხაროდა მაგრამ რაღაც ნაწილი ჰარისკენ მიიწევდა
-შენი ტუჩების გემო არასოდეს დამავიწყდება - ამელია მას მოშორდა
-მოიცა...ანუ შენ იყავი იმ დარბაზში?
-რათქმაუნდა - ჩაიცინა ნიკმა. ამელია კი წესიერად ვერ აზროვნებდა. არ იცოდა რა ექნა ან როგორ მოქცეულიყო.
-ნიკ მე უნდა წავიდე
-რა? სად
-სახლში
-სახლში? ამდენი ხნის მერე ძვლივს ვნახეთ ერთმანეთი და ეხლა ამბობ რომ უნდა წახვიდე?
-ნიკ მე
-ამელია აქ იმისთვის ჩამოვედი რომ შენ მენახე და ძველი ურთიერთობა აგვეღდგინა. - ტონს ოდნავ აუწია ნიკმა. ამელია ხმას ვერ იღებდა არიცოდა რა ექნა
-ამელია დაბრუნდი ჩემთან და ისევ ისე ვიყოთ ერთად როგორც ადრე ვიყავით
-არვიცი ნიკ
-გთხოვ. ნუთუ დაგავიწყდა როგორი ბედნიერები ვიყავით ერთად?
-ნიკ მე დრო მჭირდება. არვიცი ეხა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ - დაბნეული ლაპარაკობდა ამელია და ჯერ კიდევ შოკში იყო. არ ჯეროდა რომ ახლა მის წინ ნიკი იდგა და მას ესაუბრებოდა
-დროს მოგცემ ამელია მაგრამ პასუხი რაც შეიძლება მალე გამაგებინე - თქვა ნიკმა და იქაურობას გაეცალა. ამელია იქვე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. გაოგნებული იყო. ძალიან ბევრი კითხა უტრიალებდა თავში მაგრამ პასუხები არ ქონდა.

  ნახევარი საათი იჯდა ბოლოს კი წამოდგა და სახლში წავიდა. შესვლისთანავე დედამისს შეეფეთა
-ამელია? შენ გარეთ იყავი?
-დედა რატო არ გძინავს?
-წყლის დასალევად ჩამოვედი შენ სად იყავი ან ნამტირალევი სახე რატო გაქ?
-დედა - ამოიქვუთინა ამელიამ და ელიზაბეტს მიეხუტა
-რა მოხდა ჩემო გოგო? ჰარისთან ხომ არ იჩხუბე? - ამელიას ჰარის გახსენებაზე უფრო მოაწვა ცრემლები. არ იცოდა რა ექნა.
-არა
-მოდი მომიყევი მაშინ რა მოხდა - მდივანზე ჩამოსხდნენ. ამელია გვერდით მიუჯდა და თავი კალთაში ჩაუდო
-ის ცოცხალია - ძვლივს ამოიოღო ხმა ამელიამ და ცრემლების ახალი ნაკადი წამოუვიდა
-ვიზე ლაპარაკობ? - ელიზაბეტი ხვდებოდა ვიზეც ლაპარაკობდა მაგრამ მაინც კითხა რომ დარწმუნებულიყო
-ნიკი
-რანაირად?
-არვიცი
-სად შეხვდი
-ამ ბოლოდროს უცხო ნომრისგან მომდიოდა მესიჯები. დღეს დასაძინებლად რო ავედი მომწერა, მეც ვკითხე თუ ვინ იყო და მითხრა რომ შევხვედროდი და გავიგებდი. მეც გავედი და იქ ნიკი დამხვდა. მითხრა რომ ძველი ურთიერთობა აგვეღდგინა და ისევ ისე გაგვეგრძელებინა ურთიერთობა. მე კი არ ვიცოდი რა მეპასუხა ამიტომ ვუთხარი ცოტა დრო მომეცითქო
-ისევ გიყვარს?
-არვიცი
-და ჰარი? ის გიყვარს?
-არც ეგ არ ვიცი დედა. ძალიან არეული ვარ
-ამელია ვხედავ როგორ გიბრწყინავს ჰარის დანახვაზე თვალები. როგორი ბედნიერი ხარ მასთან. თუ ნიკის ისევ გიყვარს მაშინ დაბრუნდი მასთან მაგრამ მე თუ მკითხავ ჰარის მიტოვება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება. ვფიქრობ მასთან უკეთესი მომავალი გექნება და მასთან უფრო ბედნიერი იქნები - ამელიამ დედის კალთიდან თავი წამოწია. მუხლები მოკეცა ხელები მოხვია და ნიკაპი მუხლებს ჩამოადო
-იცი მეც ვფიქრობ რომ ნიკი აღარ მიყვარს. ეს უბრალოდ მონატრებაა
-და ჰარი?
-ჰარი რა
-ის გიყვარს?
-ვფქირობ რომ კი
-ხოდა აქ დასაფიქრებელი და გადასაწყვეტი აღარაფერია. ნიკს დაელაპარაკე და უთხარი რომ შენი გული სხვას ეკუთვნის და მას ვერ მიატოვებ. ბოლოს, აი ბოლოს ყველაფერი რომ დალაგდება და საკუთარ თავს სხვანაირად სხვა სახით რომ შეხედავ, შენს თავს იმ ადამიანის გვერდით რომ დაინახავ რომელიც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს იგრძნობ რომ შეიცვალე და მიხვდები რომ ის ვინც იყავი აღარ ხარ.
მიხვდები რომ სიცოცხლის პატარა ნაპერწკალი დაგიბრუნდა და მიხვდები რომ ღირს ცხოვრება თუნდაც იმისთვის რომ მხოლოდ სამი ან ორი წამი იყო ბედნიერი. შენ მხოლოდ შენი ბედნიერებისთვის იზრუნე სხვა ყველაფერი მალე თავისით მოვა.
-მადლობა დედა - ამელია ელიზაბეტს მიეხუტა და თავი მკერდზე დაადო
-ჰარის უნდა უთხრა რომ ნიკი ცოცხალია
-ასე ფიქრობ?
-მას მოატყუებ? დაელაპარაკე და აუხსენი ყველაფერი. ისიც უთხარი რომ მის მიტოვებას არ აპირებ
-დაველაპარაკები
-კარგი ეხლა ადი ოთახში და დაიძინე ხვალ კი მას დაელაპარაკე - ამელია წამოდგა დედამის ლოყაზე აკოცა და ოთახში ავიდა.

*დილით*
ამელიას ტელეფონის ზარი აღვიძებს. მოწყობილობას ხელში იღებს და პასუხობს
-გისმენთ
-ძილისგუდა გაგაღვიძე? - ბოძი, ხრიწიანი მაგრამ ამავდროულად ტკბილი ხმა ესმის ამელიას
-ჰარი როგორ ხარ
-კარგად პატარავ შენ?
-კარგად - ამელის გუშინდელი დღე გაახსენდა
-ჰარი
-გისმენ
-რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო და ეხა გცალია რო ამოვიდე?
-რათქმაუნდა პატარავ ამოდი
-კარგი - ამელია წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. თავი მოიწესრიგა და იქიდან გამოვიდა. ტანსაცმლის კარადასთან დადგა ტანსაცმლის არჩევა დაიწყო.

ლიფტიWhere stories live. Discover now