წყვდიადიდან და ქაოსიდან იშვა სამი არსება : სიკვდილი, სიცოცხლე და ბედისწერა. ბედისწერამ შექმნა სამყარო, სიცოცხლემ დღე, ხოლო სიკვდილმა ღამე. ბედისწერამ შექმნა ადამიანები, სიცოცხლემ ანგელოზები, ხოლო სიკვდილმა დემონები.
დაიწყო ბრძოლა ბნელსა და ნათელს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, კარგსა და ცუდს შორის... ბედისწერა ერთადერთი იყო, ვინც მიხვდა რომ ეს დაუსრულებელი ბრძოლა მის დებს, სიკვდილსა და სიცოხლეს შორის უნდა დაესრულებინა.
მან ორი ერთმანეთის საპირისპირო არსება, დემონი და ანგელოზი ბედისწერის წითელი უწყვეტი ძაფით ერთმანეთს დაუკავშირა და სამყაროში პირველად შექნა გრძნობა, სახელად სიყვარული.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ გრძნობას იმდენივე უბედურების მოტანა შეეძლო, რამდენიც ბედნიერების.
მათი ბედნიერება დიდხანს ვერ გაგრძელდა, მათმა ფრთებმა შეცვლა დაიწყეს. დემონის შავ ფრთებს თეთრი ბუმბულები შეერია, ხოლო ანგელოზის თეთრ ფრთებს კი შავი ბუმბულები.
დაიწყო შერწყმა და გაბრაზებულმა სიცოცხლემ და სიკვდილმა ისინი დასაჯეს.
სიკვდილმა მისი შვილი ჯოჯოხეთიდან გამოაძევა და ფრთები წაართვა, ხოლო სიცოცხლემ მის შვილს დედამიწაზე ჩასვლა აუკრძალა, სადაც ანგელოზს მისი დემონი ელოდა.
სასჯელმა არ გაამართლა, ანგელოზი რომელიც ყოველთვის ემორჩილებოდა სიცოცხლეს, ახლა სულ დედამიწისკენ მიისწრაფოდა. გაბრაზებულმა სიკვდილმა დემონი მოკლა, სწორედ იმ დროს, როცა მას ანგელოზის უშველებელი ფრთები შემოხვეოდა.
სიცოცხლემ მისი ქმნილება სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა, ანგელოზი მისი დემონის გარეშე დარჩა, მათ შორის წითელი ბედის ძაფი დაიჭიმა, მაგრამ არ გაწყდა... ბედისწერამ სიკვდილის არ მოუსმინა და დემონი რეინკარნაციის წრეზე გაუშვა.
მაგრამ ანგელოზის სიცოცხლე მისი დემონის გარეშე სასჯელს უფრო ჰგავდა, ვიდრე შეწყალებას. ის უყურებდა როგორ იბადებოდა მისი დემონი, როგორ დაეძებდა მას ყველგან და კვდებოდა.
YOU ARE READING
გზა უსასრულობისკენ • Jikook
Fantasyერთი სიკვდილის შვილი იყო, მეორე სიცოცხლის, მათი ბედი კი ბედისწერამ გადაწყვეტა. 14.02.2020