თეჰიონი ზედმეტად ჩაციკლული იყო გამარჯვებაზე, უნდოდა იდეალური ყოფილიყო მაგრამ არა იმის გამო რომ ეს თავად სურდა, მშობლებისგან ჰქონდა შთაგონებული რომ ყველაფერში კარგი ყოფილიყო. ბევრი ადამიანი ამაზე არ კონცენტრირდება, უბრალოდ იკიდებს ამ დამოკიდებულებას, მაგრამ არა თეჰიონი.თეჰიონი ყოველთვის ცდილობდა ეს ზედმეტად არ მიეღო, ზედმეტად არ ჩაციკლულიყო ამაზე, მაგრამ არ გამოუვიდა. კიმს ძალიან ცუდად ახსენდებოდა ის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით აწვებოდნენ. გამოცდებიდან დაბრუნებულ თეჰიონს არასოდეს ეკითხებოდნე კარგი საკითხი შეხვდა თუ არა, კმაყოფილი იყო თუ არა. ერთადერთი კითხვა, რომელსაც ისინი უსვამდნენ იყო "მიიღო თუ არა ყველაზე მაღალი ნიშანი" ამით ძალიან ითრგუნებოდა.
-დილა მშვიდობის.-კიმი საწოლში იმალებოდა, საერთოდ არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია, გასულ საღამოს მის ფონდზე საშინელებები დაიწერა ონლაინ ჟურნალში.
-დილა მშვიდობის.-საბინამ მობლუდუნე ბიჭს საბანი გადახადა და ტუმბოზე ყავა დაუდო.
-ტრაკი ასწიე, პატარავ, უნდა წავიდეთ.
-არ მინდა, დღეს სახლში ვიქნები.
-კარგი, როგორც გინდა.-საბინა ქუსლების კაკუნით გავიდა სახლიდან
___
-ასწავლეთ, მისტერ ჯონს როგორ კეთდება ინვენტარიზაცია, ყველაფერში გაარკვიეთ, მისგან ერთ კვირაში კარგი თანამშრომელი უნდა დააყენოთ.-ჯიმინი მანქანებს შორის დადიოდა ჯონგუკთან ერთად და პიჯაკში გამოწყობილ ბიჭებს ესაუბრებოდა.
-ჰიონ, სად ჯანდაბაში მომიყვანე?
-თეჰიონმა მთხოვა სამსახური შენთვის. ჰო და ჩემს ავტო სალონში მოგიყვანე.
-როდის მერე გახდა კიმი ჩემი "მამიკო"?
-მაზე თქვენ შეთანხმდით, მე არ გამრიოთ, საძაგლობაა ამის წარმოდგენა.
YOU ARE READING
ვარდისფერი და მძიმე
Fanfiction🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.