ჯონგუკმა გაიღვიძა და დაინახა რომ ლისა თავის ნივთებს ალაგებდა.
"რომელი საათია?"-იკითხა და ბალიშში თავი ჩარგო, რაზეც ლისამ თბილად გაუღიმა.
"რვა. 15 წუთში უნდა გამეღვიძებინე."-ჯონგუკის გვერდით დაჯდა და თმაზე მოეფერა.
"მმ, უნდა მოვეᲛზადო, რაც შეიძლება მალე უნდა წᲐვიდე. ჯისუ როდის გამოგივლის?"-მან თვალები დაისრისა.
"ის 20 წუთში აქ იქნება."- ლისამ ლოყაზე აკოცა, ჯონგუკმა კი ყალბი ღიმილი აჩუქა და სააბაზანოში შევიდა.
სააბაზანოდან გამოსულმა აქ მჯდარი ჯისუ დაინახა.
"გამარჯობა ნუნა."-ის მას ჩაეხუტა.
"გამარჯობა საყვარელო. გთხოვ ჯიმინს ჩვენგან მიულოცე. მართალია ჩვენ ყველამ მივწერეთ უკვე და მივულოცეთ მაგრამ მაინც გადაეცი."-ჯისუმ თბილად გაუღიმა მას.
"გადავცემ."-ჯონგუკმაც გაუღიმა და დაბლა დაიხედა რომ დანაშაულის გრძნობა დაემალა. სწორედ ის იყო ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ არ მიულოცავს მისთვის.
ლისამ სწრაფად აიღო ჩანთა, ჯონგუკს აკოცა და წავიდა.ჯონგუკმა ღრმად ამოისუნთქა. მან გუჩის სვიტერი აიღო, რომელიც ჯიმინის დაბადების დღემდე, ერთი კვირით ადრე იყიდა თეჰიონთან ერთად, წავიდა და მალე საერთო საცხოვრებელს მიადგა.
ის გრძნობდა თუ როგორ სწრაფად უცემდა გული, ძალიან ნერვიულობდა და იცოდა რომ ეს დანაშაულის გრძნობის გამო იყო.მან აკანკალებული ხელით კარზე ზარი დარეკა და ჯინმა გააღო.
"გამარჯობა ჯონგუკაᲐ."-ის ძლიერად ჩაეხუტა მას.
"გამარჯობა ჰიონ."-ჯონგუკი ბედნიერი იყო, მას ძალიან ენატრებოდა ეს.
ის ყველას ჩაეხუტა, ბოლოს კი წელ ზემოთ შიშველი ჯიმინი გამოვიდა რომელიც ახალი ნაბანავები იყო.
ჯონგუკი მიწასთან გაასწორა ჯიმინის სილამაზემ. მისი თმა ნოტიო იყო, პატარა წვეთები კი სახეზე ჩამოსდიოდა. მისი მკვირივი პრესი და ძალიან ნაზი კანი კი სუნთქვის შემკვრელი იყო.
მან ნერწყვი გადაყლაპა და ალაპარაკდა:
BẠN ĐANG ĐỌC
STRAIGHT
Fanfictionჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️