part 1

482 40 72
                                    

ყველა ადამიანს აქვს თავისი დროის მანქანა და მას მოგონებები ჰქვია!

ნათელი მოგონებები, გახსენებისას სულს ბედნიერებით რომ ავსებს. სხეულში ტალღებად რომ გვივლის. როცა მკერდში მფეთქავი გული ყოველ წამს იზრდება, კედლებს ებჯინება და თითქოს თვალწინ გვიცოცხლებს იმ მომაჯადოებელ წუთებს ასე ლამაზად რომ გაუდგამს გულსა და გონებაში ფესვები!

თუმცა არსებობს მოგონებები, რომლებიც სულს გვიყინავს, გულისცემას ახშობს, გონებაშია ამოტვიფრული, არ ქრება, ყოველ დღე, ყოველ წამს თავს გვახსენებს და ისედაც უბადრუკ ყოფას, ბევრად უფრო აუტანელს ხდის!

ეს ის მოგონებებია, რომელებიც თვეების, წლების  და შესაძლოა საუკუნეების შემდეგაც კი გვზდევდეს თან, მეორედ მოსვლის შემდეგაც კი არ ქრება გონების უსასრულო წიაღებიდან.

თავიდან ღრმად მიძინებული ჯერ მხოლოდ დეჟავიუს მსგავს შეგრძნებას გვიტოვებს! შემდეგ სიზმრების სახით გვეცხადება, აკვიატებული სიზმრების სახით, რომელსაც ადამიანის გონება აფეთქებამდე კი მიჰყავს! ბოლოს კი ეს ყველაფერი რეალობად იქცევა, უფრო სწორედ ეს მოგონებები იმდენად ნათელი ხდება, რომ ადამიანი რეალობას სცილდება, წარსულის ნაშთებში იდებს ბუდეს და საბოლოოდ ორ სამყაროს შორის იჭედება. ყოველდღიურობა თანდათან ქრება, სამაგიეროდ მას წარსული ანაცვლებს. ის წარსული საკუთარი ხელით რომ გამოგაღადვრინებს ყელს.სხეულიდან კანის აცლას მოგანდომებს. მზად იქნები საკუთარი თავი, შენი სხეულიდან ათი სანტიმეტრით დაშორებულ კედლებში გამოიკეტო, ოღონდაც ეს ყველაფერი გაქრეს. გაქრეს შენს უკან ფეხდაფეხ მზდევი აჩრდილები, შენი ჩათრევა ასე რომ სწადიათ, სისხლის და ცოდვის მორევში!

თუმცა ეს ყველაფერი აფსურდია, შეუძლებელია, რადგან ისინი მხოლოდ შენს გონებაშია, თავშია გაჭედილი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეუძლია შენი მართვა, ჭკუიდან გადაყვანა.

 𝚂𝚝𝚞𝚌𝚔 𝙸𝚗 𝚃𝚠𝚘 𝚃𝚒𝚖𝚎 Where stories live. Discover now