სახლში დაბრუნებულ ჯონგუკს კარშივე ეცა არაჩვეულებრივი სუნი. ჩანთა იქვე დადო და ფეხები მარდად გაუყარა ჩუსტებში.
-რას ამზადებ?-ჯონი მუცელზე მოეხვია სამზარეულოში მოფუსფუსე ბიჭს.
-გურმანების გვერდზე კოტლეტის რეცეპტი ვნახე და იმას ვაცხობ.
-ძალიან კარგი სურნელი აქვს, გამოვიცვლი და საწებელს გავაკეთებ, კარტოფილი გვაქვს?
-რად გინდა კარტოფილი?
-პიურეს გავაკეთებ, დედა ასე მიმზადებდა.
-არ მიყვარს პიურე.
-გოიმო.
-ჰეი, როგორ ბედავ? რატომ ვარ გოიმი?
-რადგან პიურე არ გიყვარს, ყველა ადამიანს უყვარს პიურე.
-მაშინ ზეთში მოვწვათ როდესაც გააკეთებ, შემწვარი კარტოფილივითი იქნება.
-კარგი,-ჯონგუკმა უცებ გადაიცვა სახლის ტანსაცმელები და საკუჭნაოდან კარტოფილი გამოიტანა.
-წყალი დაადგი რა, პატარავ.
-ახლავე, შეგიძლია ლეპტოპში სერიალი ჩართო, სანამ ხელებს გაისვრი?
-კი, ახლავე.
როგორც ხედავთ ჯონგუკთან და თეჰიონთან საოცარი გარემო და სიყვარული ტრიალებს, აქ არაფერია მოულოდნელი, მაგრამ მოულოდნელი რამ ჯიმინმა დაინახა იმ საღამოს.
პარასკევობით ჯიმინი და იუნგი სხვადასხვა ადგილებში დადიოდნენ, გასართობად. იმ დღეს ჯიმინმა დახვეწილი რესტორანი შეარჩია, იუნგი აიძულა პიჯაკში გამოწყობილიყო და საღამოს გაუარა კიდევაც. წყვილი ჩვეულებრივად შევიდა დარბაზში, მოითხოვეს მაგიდა მწეველთა განყოფილებაში და მიმტანმაც კი მიაცილა თავიანთ ადგილებთან. სწორედ მაშინ დაინახა ჯიმინმა რაღაც ისეთი, რასაც ნამდვილად არ ელოდა. იქ საბინა იჯდა, ვიღაც კაცთან ერთად.
-ამ ბავშვებს გასაოცარი ურთიერთობა აქვთ,-თავი გადააქნია ჯიმინმა.
YOU ARE READING
ვარდისფერი და მძიმე
Fanfiction🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.