დადის ლეგენდები, რომ ყინულოვანი მაკედონიის მთებში დაწყევლილი ურჩხული დაძრწის. ძველად ავრცელებდნენ ხმებს, რომ ურჩხულის სხეულში ულამაზესი ყმაწვილი გამოკეტეს, რადგან ის ძალზედ გულქვა, ბოროტი და ძუნწი გახლდათ. მას არ გააჩნდა გრძნობის ნატამალი, რადგან მას არასდროს ყვარებია. ერთ დღეს, როცა ყმაწვილი სანადიროდ ტყეში იყო უცნაურ ადგილს გადაეყარა სადაც არასდროს ყოფილიყო. მისი ცნობისმოყვარეობა საზღვრებს სცდებოდა გადაწყვიტა რომ ყველაფერი დაეთვალიერებინა.. მაგრამ არ იცოდა თუ სინამდვილეში რას ჩადიოდა. ბიჭმა უეცრად ქოხს მოჰკრა თვალი იფიქრა, რომ მეპატრონეს ადგილის შესახებ კითხავდა და ქოხისკენ გაეშურა.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
შიგნით შესულს კი დაძველებული ნივთებისა და წიგნების გარდა არაფერი დახვდა. მან ყველაფრის ქექვა და ძებნა დაიწყო და უძველეს წიგნს წაწყდა. კითხვაში გართულმა ვერც კი შეამჩნია მის უკან მდგარი მოხუცი ჯადოქარი რომელიც განრისხებული იყო მაგრამ მალევე შეიცვალა ყველაფერი.. მოხუხმა განრისხებული ხმით წარმოსთქვა: - ჩემს სახლში რას აკეთებ ადამიანის ნაშიერო? ბიჭი შეცბა და უკან ნელი ნაბიჯით მიტრიალდა.. თვალებს ვერ უჯერებდა რადგან მოხუცი ჯადოქარი ამაზრზენად გამოიყურებოდა.. ბიჭს შიშისგან ფეხები უცახცახებდა და ხელებს ვერ იმორჩილებდა და თქვა: - კეთილო ქალბატონო! გთხოვთ მაპატიეთ მეგონა მიტოვებულ სახლში შემოვედი.. გთხოვთ არაფერი დამიშავოთ ახლავე წავალ აქედან.
ბიჭმა არ იცოდა რომ მსოფლიოში ყველაზე ბოროტი და დაუნდობელი ჯადოქრის სახლში აღმოჩნდა რომელიც ყველა ადამიანის მიმართ სიძულვილს გრძნობდა. განრისხებულმა ჯადოქარმა კი წარმოსთქვა: - დღეიდან შენ დაწყევლილი იქნები 4 გზის წყევლით და შენ მხოლოდ ნამდვილი სიყვარული გადაგარჩენს.
მოხუცმა ბუტბუტი დაიწყო და ყველაფერმა რყევა და ნგრევა დაიწყო ბიჭს უეცრად თმები, კლანჭები უხეში ბეწვი და ეშვები გამოეზარდა და ტყეში მოუხედავად გაიქცა.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.