დილით,როცა გამეღვიძა, მეორე მხარეს გადავბრუნდი,ჰარი ისევ ჩემ გვერდით იწვა და ეძინა.მის ტატუებით მოფენილ ხელზე მედო თავი,ამაზე გამეღიმა და უფრო ახლოს მივიწიე, ახლა მე მოვხვიე ხელი მუცელზე. ხანდახან ძალიან საყვარელია, განსაკუთრებით ახლა,როცა სძინავს და არ იმუქრება.
ცოტახანში თვითონაც გადმობრუნდა,თან თვალები ნელა გაახილა.
-გამარჯობა.- ამოვილაპარაკე.
-გამარჯობა.- ახალი გაღვიძებული ხმით მიპასუხა.- როგორ გეძინა?
-კარგად.
-კარგია.- მხოლოდ ეს თქვა და წელზე შემომხვია ხელი, შემდეგ კი თავისკენ მიმიზიდა.
-შენ როგორ გეძინა?
-მეც კარგად.
-კარგია.- არ ვიცი მეტი რა უნდა მეთქვა. მაისურში შემომისრალა ხელი და ზურგზე ნაზად ამატარა,მის მზერას არ ვარიდებდი თვალს,ახლოს მოიწია და ყელზე მაკოცა,მთელ სხეულში გამაჟრჟოლა, რაზეც თვალები დამეხუჭა.
-უნდა ავდგე..- ჩუმი კვნესით ამოვილაპარაკე და ხელი ხელზე დავადე.
-იყავი ცოტაცანს.
-მშია..
-ოჰ.- ამოიგმინა და გაიწია. წამოვდექი თუ არა,პიჟამოებით გავედი ოთახიდან, კიბეებზე ჩასვლისას ჰენრი შემომხვდა.
-დილამშვიდობისა.
-ჰენრი..
-მაპატიე,წუხელ ძალიან შემაგვიანდა.
-არაუშავს..
-ხო, დილით გნახეთ შენ და ჰარი,ისე ტკბილად გეძინათ.
-ხო.. ხანდახან სჩვევია სიკეთე.- ამაზე ჩაიცინა.
-ნიკოლი მოვიდა სტუმრად, უნდა გავაგებინო.- მითხრა და კიბეებზე ასვლა დაიწყო,რაზეც თვალები გამიფართოვდა,მისი მეგობარი ნიკოლი? სექს მეგობარი?
მისაღებ ოთახში შევედი,იქ იჯდა,როცა დამინახა გამიღიმა.
-გამარჯობა,საყვარელო.
-გამარჯონა,ნიკოლ.
-როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც,ჰარის სძინავს?
-არა,ღვიძავს.
-კარგი..- მის წინ ჩამოვჯექი და რატომღაც ხელზე დავხედე.
-დედის ნაჩუქარი სამაჯური სად გაქვს?
-ოუ..წუხელ მომძვეა ხელიდან.
-სად?- არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად მასზე მეტად მე მეწყინა ის ფაქტი, რომ დედის ნაჩუქარი ნივთი დაეკარგა.
-გამარჯობა.- ნაცნობი ხმის გაგებაზე ორივემ გავიხედეთ.
-გამარჯობა,იპოვე?
-ჰო,უკანა სავარძლების ქვეშ იყო ჩაცურებული.- უეცრად სამაჯური აათამაშა ხელში ჰარიმ,რაზეც გაოგნებულმა გავხედე ორივეს,ჰარიმ ისევ ზედ გაუკეთა,რაზეც ვნებიანი კოცნა დაიმსახურა ნიკაპზე.
-დღეს საღამოს მივფრინავ და ხომ არ შევხვდეთ?
-ჰო, შეიძლება.- უეცრად ჰარიმ ჩემი გაურკვეველი მზერა შენიშნა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია.
სამწუხაროდ საუზმეზე ნიკოლიც დაგვესწრო. ყველა ერთად შევიკრიბეთ სამზარეულოში.
-დღეს სახლში არ იქნები?- ჰკითხა ჰენრიმ ჰარის.
-არა,ოფისის შემდეგ საქმეები მაქვს.
-ჰენრი,არ იქნები დღესაც შინ?- ახლა მე ვკითხე.
-ვეცდები მოვიდე.
-თუ მნიშვნელოვანი საქმე გექნება ჩემს გამო არ გადადო.
-მარტო იქნები მერე?
-ლუსი ხომ მოვა.
-დღეს არ მოვა..
-არაუშავს,პირველად ხომ არ დავრჩები სახლში მარტო.
-ვნახოთ,არ ვიცი ზუსტად.
-ვეცდები მოვახერხო მოსვლა.- უეცრად ჰარიმ ამოილაპარაკა.
-მერე ჩვენი შეხვედრა?- ჩუმად, თუმცა გასაგონი ხმით ჰკითხა ნიკოლმა,ეტყობა ეწყინა.
-კარგი იქნებოდა შენს მკლავებში კიდევ ერთხელ ტკბილად დაძინება..- ვუთხარი ჰარის და ძალით ლეკვის თვალებით გავხედე,გაოცებისგან წარბები მაღლა ასწია,ნიკოლმა პირი დააღო,ეტყობა შოკშია ჩემი ნათქვამის გამო,ჰენრის კიდევ ყავა გადასცდა.- მაგრამ ნიკოლს ეწყინება..- ბოლოს დავამატე, თუმცა დიდად არ მადარდებდა რა ეწყინებოდა და რა არა.
-ნიკოლ, დღეს შუა დღეს ჩემთან მოდი ოფისში, მაინც იქ რაღაც საკითხები გვაქვს განსახილველი,საღამოს კიდევ ჩემი მძღოლი იზრუნებს შენს აეროპორტში წაყვანაზე.
-კარგი,რა გაეწყობა.- მაინც კმაყოფილმა ამოილაპარაკა. ღმერთო რა ძუკნაა,ჩემივე ფიქრებზე თვალები ავატრიალე.
ESTÁS LEYENDO
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanficფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.