16 თავი."ტყუილები"

348 45 78
                                    

-გისმენთ გამომძიებელო მინ,რატომ მირეკავთ?-ტელეფონში ბიჭის ნამძინარევი ხმა ისმის.

-შენთან ერთი თხოვნა მაქვს აიენ-ხმას კიდევ უფრო ადაბლებს და ცდილობს წყლის შრიალის ფონზე საერთოდ გააქროს.ახლა აბაზანის ერთ–ერთ კუთხეში,აიენს საიდუმლო აგენტივით რომ ესაუბრება,თან საკუთარი "ბიჭის" სახლში,ცოტა ეუხერხულება.

-გისმენთ,რითი შემიძლია დაგეხმაროთ?-ბიჭს ხმაში სერიოზული ტონი შეეტყო.

-მინდა რაღაც მიშოვო...

იანგის პ.ო.ვ

კარის სახელურს ფრთხილად ვაწვები და როგორც კი ბინაში შევდივარ,გულზე ხელებ დაკრეფილ თეჰიონს ვხედავ,წარბები შეეკრა და მე მიყურებდა.

-ამ დილაუთენია სად იყავი?-მკითხა მკაცრი ხმით.

-მაღაზიაში-წინ თეთრი პარკი ავუფრიალე-ნაყინი მომინდა,ყავას მივაყოლოთ-ერთხელ კარგად ამათვალიერა და გამჭოლი მზერით მაკვირდებოდა,თითქოს ჩემს სიტყვებს ტყუილის დეტექტორზე ამოწმებდნენო.

უცნაურია,მაგრამ თეჰიონის მზერაში ეს პირველად ვიგრძენი.

"რადგან პირველად მოატყუე?"

მკითხა საკუთარმა შინაგანმა ხმამ დამცინავი ტონით.თავი გავაქნია,რომ საკუთარი ფიქრები უკუმეგდო  და სამზარეულოში შევედი.

ჩაიდანი დავადგი და ჭიქებში ყავის გამზადება დავიწყე,როცა ზურგიდან ვიღაც მომიახლოვდა და წელზე ხელები შემომხვია.

უეცრად მთელ სხეულში არასასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.გვერდით გავიწიე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპა.თმები ყალყზე დამიდგა და რატომღაც მომენტალურად ძალიან შემცივდა.

ჩემს ცხოვრებაში პირველად...თეჰიონის შეხება...არ მესიამოვნა.

"დარწმუნებულიხარ რომ ეს პირველად მოხდა?"

ისევ დამცინავი ტონით მეკითხება საკუთარი შინაგანი ხმა.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now