დილის ექვსი საათი იყო, ჯონგუკმა თვალები გაახილა და დაინახა რომ მკლავებში ჯიმინი ჰყავდა მოქცეული, რომელსაც თავი მის გულმკერდზე ედო: თმები არეული, ტუჩები შესიებული და თვალები დახუჭული ჰქონდა. მისი გამომეტყველება ძალიან წყნარი და უცოდველი იყო.
ჯონგუკი საწოლზე წამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. მან თავი ხელებში ჩარგო, გრძნობდა თუ როგორ ახრჩობდა ცრემლები."ჯონგუკ..."-მან უკნიდან ჯიმინის ხმა გაიგონა.
"რატომ?..."
"ბოდიში, ვიცი, არ უნდა გამეკეთებინა."-ჯიმინი ატირდა, მას ჯონგუკისთვის შეხედვაც კი არ შეეძლო. მან ამჯერად ყველაფერი გააფუჭა.
"ეს არასწორი იყო...მე ნასვამი ვიყავი."-ჯონგუკი ცრემლებს ძნელად უმკლავდებოდა.
"ვიცი, მაგრამ შენ კედელთან მიმიმწყვდიე და...მე უბრალოდ...მე ეგოისტი გავხდი. მე მხოლოდ შენი კოცნა მინდოდა..."-დაიჩურჩულა ჯიმინმა.
"მე ნასვამი და დაბნეული ვიყავი. შენ ეს არ უნდა გაგეკეთებინა."-ჯონგუკი თავის თავზე გაბრაზებული იყო რადგან არ ნანობდა ჯიმინთან დაწოლას, მაგრამ ის თავს დამნაშავედ გრძნობდა ლისას წინაშე. მიუხედავად იმისა რომ ის ბედნიერი აღარ არის მასთან ერთად, ლისას არ დაუმსახურებია ღალატი. არავინ იმსახურებს ასეთ ტკივილს, ლისას უყვარს ის.
"გაეთრიე...ლისა მალე დაბრუნდება."-ჯონგუკმა უთხრა დაბალი ტონით.
ამ სიტყვებმა ჯიმინში რაღაც ჩაწყვიტა, ჯონგუკს მხოლოდ მის შეყვარებულზე შეეძლო ფიქრი.ის სწრაფად ადგა და ჩაიცვა, თანაც ცრემლებს ებრძოდა.
ჯონგუკმაც ჩაიცვა თავის შავი პიჟამა და ადგა, ის ძალაგამოცლილი იყო.ჯონგუკმა თავისი ოთახის სარკეში ჩაიხედა, მას ისევ ცრემლები მოადგა იმის გააზრებაზე რომ მას სექსი ჰქონდა ჯიმინთან. მას გასული ღამის ყველა დეტალი ახსოვდა: როგორ ეხებოდა ჯიმინი, როგორ კვნესოდა მის სახელს სიამოვნებისგან და თუ როგორ მოძრაობდა ჯიმინში. ჯონგუკმა იგრძნო რომ მოგონებებზე აღიგზნა და ტუჩზე იკბინა.
BẠN ĐANG ĐỌC
STRAIGHT
Fanfictionჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️