28

2.4K 162 131
                                    

    ჯონგუკისა და თეჰიონის თანაცხოვრებიდან, ჯონის მოკრძალებულ სახლში სამი კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა. არც კიმი და არც მისი ცოლი მშობლებთან დალაპარაკებას არ ჩქარობდნენ, რაც მეტხანს დამალავდნენ ამ ამბავს მით მეტხანს იქნებოდა მშიბოდა ქარიშხლის წინ.

   თეჰიონისთვის აღმოჩენასავით იყო ბებია ჯონის ოთახი და მთელი მისი არაჩვეულებრივობა ის გახლდათ რომ ამ ოთახში კიმს მზის გულზე შეეძლო ნებივრობა. ამ განსაკუთრებულ ოთახში საწოლი პირდაპირ ფანჯარაზე იყო მიდგმული, საკმარისი იყო თეჰიონს ორი საათის მერე ფარდა გადაეწია რომ შეეძლო მიზის გულზე ეგორავა, კიმიც არ ეუბნებოდა საკუთარ თავს უარს და სამსახურიდან ადრიანად მოვოდოდა თუ არა იმ ოთახში გარბოდა.

    ჯონგუკი სახლში რომ დაბრუნდა სადღაც შვიდის ხუთი წუთი იყო, სახლში სიწყნარე იყო. ჯონმა პირველად სამზარეულო შეამოწმა, თეჰიონს მაგიდა გაეშალა, წვნიანის გარდა, რომელიც გასულ ღამეს მოაზადეს (საჭმელს წინა ღამეს ამზადებნენ მეორე დღისთვის) , ყველაფერი ეწყო, ჯონგუკმა ფეხსაბმელი პატარა სათავსოში შეაწყო და ჩუსტები გადმოიღო, თეჰიონი არც სამყოფ ოთახში იყო მის აქ ყოფნას ჯონი ყველაზე ნაკლებად ელოდა, რადგან ტელევიზორს არ უყურებდნენ ხოლმე, ძირითადად მათ ოთახში იყვნენ. თუმცა კიმს უყვარდა ტელევოზირსი ჩართვა იმ არხზე, რომელზეც ძირითადად კლიპები გადიოდა, ხმას ჩაუგდებდა-ხოლმე და ისე ტოვებდა. ჯონგუკმა გამოიცვალა და ბებიამისი ოთახში, მზის გულზე მონებივრე კიმი იპოვა, ოთხის ფარდა ნაჭრით დაება და პირდაპირ მზეზე იწვა, სქელი პლედი ეფარა ტანზე.

  ჯონგუკიც აძვრა მაღალ საწოლზე, ისედაც სივიწროვე იყო, მაგრამ დაეტია. თეჰიონმა აქ გორაობისთვის ახალი მეტსახელიც დაიმსახურა ჯონმა მას "ჩემი ტკბილი ფისო" შეარქვა და ახლაც ამ სიტყვებით მიიწება ტანზე. თეჰიონი მკერდზე მიეკრა, თან სიამოვნების და სიხარულისგან რაღაც ხმებიც გამოსცა, როდესაც ძილ-ბურანში იცნო საყვარელი კაცის სურნელი. თემ ცხვირი ცოტა მაღლა აბზიკა, რათა წესიერად ესუნთქა და ისე კი ჯონის მკლავებში დაპატარავდა, ისე მოიკუნტა რომ მეტად ციცქნა გამოჩენილიყო.

ვარდისფერი და მძიმეWhere stories live. Discover now