-თეჰიონ იუნგი რას ამბობს?-იკითხა თვალებგაფართოებულმა ჰოსოკმა.
-მოიცადე,ის გოგო დღეს "შავ ოქროში", რომელმაც თქვა რომ შენი შეყვარებული იყო,მინ ტაეკვანის ქალიშვილია?!-გაოცებას ვერ მალავდა ჯიმინი.
-რა ჯანდაბა უთხარი?!-წაიღრინა თეჰიონმა.
-ისეთი არაფერი.იქ მივედი ლამაზი და მომხიბვლელი გოგო იყო,ქერა პარიკი ეხურა,და მოკლე შავი ტანზე მომდგარი ღრმადეკოლტიანი კაბა-თეჰიონმა წარბები შეკრა,ეს გოგო საერთოდ არ ჰგავდა იანგს-გაბრაზებული ჩანდა და მაშინვე მივხდი რო ვიღაცამ გაანაწყენა,მან თქვა რომ მისთვის ძვირფასმა ადამიანმა მოატყუა.დავაძალე რომ იმ ადამიანის სახელი ეთქვა და მანაც შენი სახელი მითხრა,მეც გავოცდი და ისიც მაშინვე მიხვდა რომ ეს სახელი მეცნობოდა,მაშინვე საყვარელი გოგოსავით ჩამოჯდა და მკითხა თუ გიცნობდი.
-საყვარელი კეკლუცი გოგოსავით არა?-იკითხა დამცინავად თეჰიონმა-მოგატყუა,ის ეგეთი არაა.
-მართლა?-ჯიმინს გაუკვირდა-მაშინ ოსკარი ეკუთვნის იმ დადგმისთვის,ცრემლებიც რა ბუნებრივად მოსდიოდა-თქვა აღშფოთებულმა.
-და შენც მაშინვე ყველაფერი დაფქვი არა?-თქვა მობეზრებული ტონით ჯონგუკმა.
-არა!-შეიცხადა ჯიმინმა-მან მკითხა შემთხვევით მე ხომ არ ვიყავი "შუგა".
-რაო რა გკითხა?-ამჯერად იუნგი ჩაერია.
-რადგან შენი სახელიც ახსენა,მე ვიფიქრე რომ თეჰიონთან მართლაც ახლოს იყო-თქვა დასჯილი ბავშვივით ჯიმინმა.
-მან იცის რომ მეგობრები არ მყავს,იუნგიზე საიდან გაიგო?-თეჰიონი დაიბნა.
-არ ვიცი,მან თქვა რომ შუგას არასდროს შეხვედრია,მაგრამ მის შესახებ "თეთემ" მოუყვა.მერე აბლუყუნდა და ბოლო ხმაზე ბღაოდა,ამიტომ ვუთხარი,რომ შენ და ლიას შორის არაფერი ხდებოდა და მას ინფორმაციისთვის ხვდებოდი.
-ჯანდაბა!-დაიღრიალა-ახლა ყველაფერზე ჩაძიებას დაიწყებს-თქვა გაღიზიანებული ხმით კიმმა.
YOU ARE READING
პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)
Acciónმკვლელობების სერია დღითიდღე იმატებს.ადამიანები იხოცებიან,სქესის განურჩევლად.იმ დაჯგუფების არც სახელია ცნობილი და არც მიზანი.ისინი კვალს არ ტოვებენ.ერთადერთი რაც მათ მსხვერპლებს საერთო აქვთ,ზეციური დრაკონის ტატუა,აზიის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,კრიმი...