10

691 61 59
                                    

ჯონგუკი ძალიან დამძიმებული გულით მიადგა სტუდიას. გზის განმავლობაში მხოლოდ ჯიმინზე ფიქრობდა. მას გულს ტკენდა ლისა რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ ის უფრო ტკიოდა რომ ჯიმინი უნდა გაეშვა.

როდესაც სარეპეტიციო ოთახში შეაბიჯა, ეშინოდა გარშემო მიმოხედვის, მაგრამ მალევე ჯიმინის ხმა მოესმა. თემინს ელაპარაკებოდა. ამ ფაქტმა ის ისევ გააბრაზა.

ჯონგუკი ლოყას ენით შიგნიდან მიაწვა და დაიწყო ფიქრი თუ როდის დალაპარაკებოდა ჯიმინს ან საერთოდაც უბრალოდ დაეიგნორებინა იგი. მეორე უფრო ლოგიკურად ჟღერდა. ალბათ ჯიმინსაც უნდა ამ ყველაფრის დავიწყება.

მას შემდეგ რაც მათ ტეპეტიცია  დაიწყეს, ჯონგუკი იატაკზე ჩამოჯდა და დაღლილობისგან სწრაფად სუნთქავდა, ისევე როგორც ყველა. ჯიმინი მას უყურებდა. ის გრძნობდა ამას, მაგრამ უბრალოდ აიგნორებდა.

ჯიმინს გული ტკიოდა, როცა ხედავდა თუ როგორ შორს იჭერდა ჯონგუკი მისგან თავს. მისთვის ყველაფერი გასაგები იყო: ჯონგუკს სცხვენოდა იმის რაც მათ გააკეთეს და ეს მისთვის მხოლოდ სიამოვნების მომღვრელი ღამე და კარგი დილის მინეტი იყო. მეტი არაფერი.

ის გრძნობდა თუ როგორ აწვებოდა ცრემლები ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ. მაგრამ მას, სადღაც გულის სიღრმეში, მაინც ჰგონია რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ კარგი სექსი და ორგაზმი. აქ გაცილებით მეტი უნდა იყოს, ის დარწმუნებულია ამაში.

მთელი დღის განმავლობაში, ჯონგუკს რთული პერიოდი ჰქონდა. მას ავიწყდებოდა ქორეოგრაფია და სიმღერის ტექსტები. ის რამდენჯერმე გაილანძღა კიდევაც უყურადღებობის გამო.
მას მხოლოდ ჯიმინზე შეეძლო ფოკუსირება, რომელიც ოთახის მეორე მხარეს რეპეტიციობდა. ბიჭებმა შეამჩნიეს უხერხულობა მათ შორის, მაგრამ თეჰიონმა ყველაფერი კარგად იცოდა.

თეჰიონმა ისევ ის სითბო იგრძნო მათ შორის, რაც დიდი ხნის წინ.  მას შეეძლო დაენახა ემოციები ჯონგუკის თვალებში. თეჰიონი ღელავდა Დალაპარაკებოდა თუ არა მას, მაგრამ ჯერ ჯიმინთან უნდა მოაგვაროს ყველაფერი, რადგან შეიძლება ყველაფერი გაფუჭდეს როცა ჯონგუკი გაიგებს რომ ჯიმინმა მას ყველაფერი მოუყვა. მან იცოდა რომ ის იტანჯებოდა, რადგან ჯონგუკს არავისთვის შეეძლო ამ ყველაფრის მოყოლა. თეჰიონი მაკნეს გამო წუხდა და  თავი დახარა.

STRAIGHTWhere stories live. Discover now