20 თავი."კადეტი 219"

370 48 136
                                    

მუდამ დავცინოდი იმ გოგონებს,ვინებიც ბიჭის მიტოვების გამო დეპრესიაში ვარდებოდნენ და იმ კაცს მისდევდნე,რომელმაც ისინი მიატოვა.მაგრამ ახლა,როდესაც საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ....მგონია ისინი უკეთესად უმკლავდებოდნენ.

თმები აწეწილი,თვალის უპეები ჩაშავებული,მზერა.....მკვდრის!თეჰიონის  პიჟამაში(რომელსაც სხვათაშორის საკმაოდ იშვიათად იცმევდა)გამოწყობილი ვარ,მისი სურნელით გაჟღენთილი ბალიში მაქვს ჩახუტებული.მთელი ღამე ტირილში გავატარე.

ვიცი ახლა არაფრით ვგავარ გამომძებელ ქალს,რომელიც ძლიერი და მამაცი უნდა იყოს, ყველანაირ დაბრკოლებას უნდა უმკლავდებოდეს,მაგრამ კიმ თეჰიონი....მასთან სხვანაირი ვიყავი.არც კი მესმის როგორ,ჩვენ არც  რაიმე ჯადოსნურ შეხვედრის წყალობით გაგვიცნია ერთმანეთი და არც რაიმე მსგავსი.

მახსოვს კაფეში შემთხვევით როგორ შევეჯახე,სამსახურში მეჩქარებოდა და მთელი ყავა ზედ გადავასხი.მაშინვე ბოდიშების მოხდა დავუწყე და ზედის გაწმენდას ვცდილობდი,როცა ხელი დამიკავა და წარბებშეკრულმა შემომხედა.

"-კმარა ჩემითაც შევძლებ..."

ასეთი ხმის ტემბრი,ასეთი მზერა,ასეთი თბილი შეხება....პირველად დამემართა ბიჭთან ასე.ის კაფე თეჰიონის ბინის წინ და ჩემს სამსახურთან ახლოსაა,ამიტომ ინციდენტის შემდეგ რამოდენიმეჯერ კიდევ შევეჩეხეთ ერთმანეთს,გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ წყვილიც გავხდით.

თავიდანვე შემიყვარდა თქო რომ ვთქვა მოგატყუებთ,მის მიმართ სიმპატია ნელ–ნელა იზრდებოდა და მოგვიანებით გავაცნობიერე რომ მომწონდა.ვის არ მოეწონება სექსუალური,მიმზიდველი,სასიამოვნო და უჩვეულო ბიჭი?ვისაც მშვიდი და კარგი ცხოვრება აქვს?

მართალია ამ ურთიერთობის წინააღმდეგი მამაჩემი იყო,მაგრამ მე და თეჰიონმა საიდუმლოდ გავაგრძელეთ შეხვედრა(თითქოს ბავშვები ვყოფილიყავით)მაგრამ ამ საიდუმლო შეხვედრებმა,პატარა თავგადასავლად აქცია ჩვენი ურთიერთობა და სწორედ ასე გამოვუტყდი მას სიყვარულში.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now