22 თავი."წარსულის აჩრდილი"

357 55 37
                                    

იუნგი გაოფლიანებული სწრაფად იწევა ლოგინიდან კოშმარიდან ახლახანს გამოსული ღრმად სუნთქავს.

-ისევ მე დამინახე?-კითხა ცივმა,შემზარავმა ხმამ ბიჭს

უკვე წლებია ეს ხმა აღარ მოუსმენია.იმ დღის შემდეგ,რაც თეჰიონს შეხვდა,როცა მან დააჯერა რომ ცხოვრების გაგრძელება მართლაც შესაძლებელი იყო,რომ მოჩვენებები არ არსებობდნენ,რომ ეს წყეული ხმა აღარასოდეს მოაღწევდა იუნგამდე.მაგრამ ახლა თეჰიონი აღარ...

-ჩემს დაიგნორებას აპირებ?-კითხულობს ქალი,სკამზე ჯდება და ფეხს ფეხზე იდებს.აბრეშუმის სრიალა დახვეწილი საღამური აცვია,როგორც იმ ღამეს.

-წადი..-ამოიდუდუნა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა-აღარ მინდა გისმენდე,ან გხედავდე-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა-წადი!

-საცოდავი ხარ იუნგი,დედას ასე ვინ ესაუბრება?-ქალი ფეხზე დგება და იუნგის ზურგსუკან დგება-იმდენი ხანია არ მინახიხარ(მინახავხარ),როგორ გაზრდილხარ-მხრებზე ხელებს უსვამს და იუნგი შეხების ადგილას წვას გრძნობს.

"ის მოჩვენებაა!ის არ არსებობს!ის უბრალოდ წარსულის აჩრდილია!"

იუნგი ღრმად სუნთქავს და თვალებს ხუჭავს,როცა კარის ხმა ესმის.

-მაქ რას დაყუდებულხარ?შენ რა ფეხებზე დამდგარი გძინავს?-ისმის ჯონგუკის სიცილნარევი ხმა.

-მოვდივარ-იუნგი სწრაფად იცმევს შარვალს და თხელ მაისურს,შემდეგ კი მისაღებში გადის ბიჭებთან.

-დილა მშვიდობისა-ესალმება მას იონჯუ.

-მმ-იუნგი უბრალოდ ოდნავ ხრის თავს მისალმების ნიშნად.

მისთვის გოგოსთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება უცნაურია და დილაობით "დილა მშვდობისა" ხომ წლებია არ გაუგონია.

-შესანიშნავია,კვერცხი მიყვარს-ამბობს ჯიმინი და ნასიამოვნები მაგიდას უჯდება.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now