ლი ჯია. იცით ვინ არის ის? ვინც ყოველთვის ბევრ ფოტოებს მიგზავნის და როცა გასული ვარ ტრადიციულად ბევრ შეტყობინებას მახვედრებს. ხანდახან ნერვებს მიშლის, მაგრამ სანამ მას წაუკითხია სჯობს ამ თემაზე საუბარი არ გავაგრძელოთ...
ჯია კლასელებთან მიმართებაში- გულწრფელად რომ გითხრათ, თავისი კლასელები დიდად გულზე არ ეხატება. პირველი კლასიდან მოსწონდა ისინი, ემეგობრებოდნენ მას და ერთად დადიოდნენ ყველგან, მაგრამ როგორც ყველასთან, მათთანაც გაფუჭდა ურთიერთობა...
მოდი ამის საუბარი რომ გავაგრძელოთ, საინტერესო აღარ იქნება ეს ისტორია, ასე არაა?!
ერთი მშვენიერი დღე იდგა, დილა იყო. ჯიამ ჩვეულებრივ ისაუზმა და თავი მოიწესრიგა. თავისი დღიური გადაშალა და შიგ წერა დაიწყო. უეცრად კი შეტყობინების მოსვლის ხმა გაისმა ტელეფონიდან. ჯიამ ტელეფონი აიღო, შეტყობინებების ველი გახსნა და წაიკითხა:
-ლუკას-
[ ჰეიი ჯია გამარჯობა ❤ დღეს დაბადების დღე მაქვს, გახსოვს? დღეს ჩემს დაბადების დღეზე ხომ მოხვალ? ]ლუკასი ჯიას დეიდაშვილი იყო, და სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა წასულიყო მის დაბადების დღეზე, მიუხედავად იმისა რომ იცოდა, იქ ვინებიც ელოდნენ.
-ჯია-
[ აჰ კი, რათქმაუნდა რა პრობლემაა მოვალ ❤ ]ჯია წავიდა საჩუქრის შესარჩევად, იყიდა და ლუკასს სახლში ესტუმრა. ნამდვილად გახარებული სახე ჰქონდა ლუკასს, მაგრამ ჯიას... ჯია უხასიათოდ იყო, მაგრამ ყალბი ღიმილით მაინც იცინოდა.
ლუკასის დაბადების დღეზე ჯიას თანაკლასელებიც იყო, რომელთაც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ ჯიასთან. მიუსხდნენ მაგიდას, გემრიელად მიირთვეს სხვადასხვა ჯიას დეიდის მიერ მომზადებული საჭმელები, ჭამეს ტორტი... ჭამის შემდეგ, ჯია საღ გონებაზე მოვიდა (საჭმლის ძალა 🤡).
პარკ იეჯუნი, რომელიც ჯიას კლასელი იყო, უთხრა:
- თმა მაგრად გაქვს ჯია.
- აა გმადლობ. შენც გაზრდილხარ.
- ხოო (ჩაცინება). რა აჩუქე ლუკასს?
- ჭიქა მისი საყვარელი პერსონაჟით.
- ვაა მაგარია.
(სიჩუმე)
- რატომ არ ერთობი სხვებთან ერთად?
- რავი არ ვარ ხასიათზე.
- წამო ლუკასი "სიმართლე თუ მოქმედებას" თამაშობს! არ გინდა ჩვენც შევუერთდეთ?
- კარგი...დაბადების დღის წვეულების დასრულების შემდეგ, ლუკასმა ჯია და იეჯუნი სახლიდან გააცილა.
- ნახვამდის ჯია! კარგად იეჯუნ!
- ნახვამდიის! (ჯია+იეჯუნი)
- ჯია საით მიდიხარ?
- მარჯვნივ უნდა გავუხვიო, შენ?
- აა უი, მე მარცხნივ.
- კარგი მაშინ, სკოლაში გნახავ იეჯუნ!
- კარგი ნახვამდის!სახლში მისვლისას, ჯიას კარები დედამისმა გაუღო და ჰკითხა:
- ჯია, საყვარელო, კარგი იყო ლუკასის დაბადების დღე?
- კი დედა, კარგი იყოჯიამ თავისი ოთახის კარი შეაღო და ლოგინზე წამოწვა. ტელეფონი აიღო ხელში თავის მეგობრებს უგზავნიდა შეტყობინებებს.
YOU ARE READING
My First And Last
Romanceეს ამბავი არის თანაკლასელების, ლი ჯიასა და პარკ იეჯუნის სასკოლო-სიყვარულზე.