💅💅💅💅💅💅 ☝️☝️☝️☝️
_______თეჰიონს შავი შარვალი ეცვა, ტანზე კარგად მომდგარი, შიგ ნაცრისფერი, ფართო პერანგი ჩაეყოლებინა და სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა ბარის შენობისკენ. შევიდა თუ არა მარტივად მიიქცია ყურადღება, რა თქმა უნდა, ეს ხომ თვით კიმ თეჰიონი იყო. ჯონგუკმა შენობის შორეული ნაწილიდანაც დააფიქსირა შეყვარებულის შემოსვლა, მაგიდაზე იდაყვი, იდაყვზე კი ნიკაპი დაეყრდნო და თვალებით აშიშვლებდა უმცროს კიმს. ტუჩებს მონდომებით ისველებდა, სანამ კიმი თან მოიყოლებდა ათობით თვალს, უკანალის ქნევით მიიწევდა მეგობრების მაგიდისაკენ.
-საღამო მშვიდობის,-უდარდელად თქვა და ჯონგუკის გვერდით ჯიმინსა და მას შორის ჩაჯდა.
-ფლეიბოი,-ცხვირი აიბზუა იუნგიმ.
-ცხოვრებაში არავის უკადრებია ეგ, იუნგი.-იუკადრისა კიმმა და ჯონგუკს ისე ბავშვურად გაუღიმა თითქოს წამების წინ მას არ გადაერია.
-ნუ მეთამაშები, თეჰიონ, თორემ მაგ ტრაკს ცოტახანი ტკივილისგან ვერ წაიღებ შენს ჭკუაზე.-მუხლზე მოუჭირა ჯონმა.
-ერთიკვირა სახლიდან ვაპირებ მუშაობას, მამიკო.-გამომწვევად მოიკვნიტა ტუჩი კიმმა და ჯონის ჭიქიდან გადაკრა სასმელი,-წადი ახლა რამე დამისხი და მოდი.
-სნობი.-ამოიწუწუნა ჯონმა და ბარისკენ გასწია.
-ჯინს რა სჭირს?-სოკ ჯინი რაც მოვიდა გაღიმებული იჯდა.
-თავისმა დარეკლამებულმა კრემებმა გააშეშა,-დასცინა იუნგიმ.
YOU ARE READING
ვარდისფერი და მძიმე
Fanfiction🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.