11

600 67 9
                                    

YG სტუდიაში, ყველა გრძნობდა დაძაბულობას როზეს და ლისას შორის. ლისა უხეშად ექცეოდა მას, სულ პატარა რაღაცებზეც კი უყვიროდა, ისეთ რაღაცებზე რასაც როზე ყოველთვის აკეთებს.

ჯერ ჯისუმ ჰკითხა მას თუ რა ხდებოდა, შემდეგ კი ჯენიმ, მაგრამ ორივემ ერთი და იგივე პასუხები მიიღეს: "კარგად ვარ, გეფიცებით."
მთელი დღის განმავლიბაში, ლისას უხეში ქმედებები ყველას აშინებდა, მაგრამ შიშზე მეტად ისინი მასზე ნერვიულობდნენ. ის არასდროს იქცეოდა ასე.

როდესაც ჯენი და ჯისუ ოთახიდან გავიდნენ რომ როზესთვის და ლისასთვის ცოტათი პირადი სივრცე მიეცათ, ჯენიმ მას ხელი მოკიდა.

"ჯისუ, რა ხდება შენი აზრით?"- სევდიანად დაიჩურჩულა მან.

"დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონია რომ რაღაც გაუგებრობაა."

"მეც ეგრე ვფიქრობ, ყველა ჩხუბი გაუგებრობის გამო ხდება. მაგრამ, რის შესახებ?"

"არვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ის ჯონგუკის გამო სტრესშია."

ჯისუმ მანქანის ფანჯრიდან გამოიხედა, როდესაც როზეს ელოდებოდნენ.

"კი ვიცი, მეც მითხრა. მან ძალიან ბევრი იტირა, ის თავს ისე გრძნობს თითქოს ჯონგუკს კარგავს."-სევდიანად თქვა ჯენიმ.

"არ ფიქრობ რომ ის ამაში როზეს ადანაშაულებს?"-ჯისუმ თავი სულელად იგრძნო თავის ფიქრებზე, მაგრამ თითქოსდა ეს იყო ერთადერთი სწორი პასუხი.

"არ იღელვო...გავარკვევთ."-მან ტუჩზე იკბინა.

"დიახ, გავარკვევთ."

"ლისა, რა მოხდა?"-როზემ ჰკითხა მას როდესაც რეპეტიცია დასრულდა და მარტო დარჩნენ.

"უბრალოდ  შორს დაიჭირე ჩემგან თავი, ბოზო."-ცივად თქვა ლისამ, ჩანთები აიღო და ის უხეშად Გვერდით გაწია.

როზე ისევ ასე იდგა. მას არ სჯეროდა იმის რაც გაიგონა. რატომ ხდებოდა ეს? რა დაინახა ან გაიგონა ლისამ რომ ასე იქცევა? ის ატირდა. როზე არ დანებდება, ის მისი საუკეთესო მეგობარია, ამიტომ ასე ადვილად არ დათმობს

STRAIGHTWhere stories live. Discover now