12

613 60 27
                                    

ჯონგუკმა მეორე დილით დაღლილმა გაიღვიძა, თავი ძალიან ტკიოდა. თვალები დაისრისა და დაინახა რომ პლედი ეფარა.

"დილა მშვიდობისა პატარავ, კარგად ხარ?"-ლისა კალთაში ჩაუჯდა მას. ის ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა მის ლურჯ შორტებში და ჯონგუკის უზარმაზარ მაისურში.

"არა..."-მან ლისას ყელზე დაასვენა თავი. ჯონგუკისთვის ახლა ის ყველაზე ახლობელი იყო ვინც მორალურად გვერდით დაუდგებოდა.

"რა ხდება პატარავ?"-ის თმაზე და ლოყაზე მოეფერა მას.

"დაღლილი ვარ, თავი მტკივა."-ჯონგუკი კარგად თვალებსაც კი ვერ ახელდა. მან იგრძნო რომ ლისა ადგა და გავიდა.

"აი, აიღე."-ის წყლიანი ჭიქით და წამლით დაბრუნდა.

"მადლობა..."-დაიჩურჩულა ჯონგუკმა და თავს გაღიმება დააძალა.
წამლებმა დაახლოებით ერთ საათში უშველეს. ფიზიკურად კარგად იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად გადადგურებული იყო. მას ტკიოდა და ნანობდა.

ის გაემზადა წასასვლელად. თავი ნეგატიური ფიქრებით სავსე ჰქონდა და უკვე უნდა წასულიყო როდესაც ლისამ დაუძახა.

"პატარავ! საუზმე?"-გაუღიმა მან.

"არ მშია, მოგვიანებით შევჭამ. კარგად ლისა."-ჯონგუკმა საყვარლად გაუღიმა და წავიდა სანამ ის რამის თქმას მოასწრებდა.

ლისამ უკან დაიხია. ჯონგუკის საყვარელი რამ დილით საუზმეა, მას საჭმელი ძალიან უყვარს. მან იცის რომ ის არ ჭამს მაშინ როდესაც სტრესშია. არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად რამე ტკივა თუ არა, სᲐჭმელზე უარს მაინც არ ამბობს. მაგრამ როდესაც ფსიქოლოგიურად რაღაცას განიცდის, ის არ ჭამს და წონაშიც საგრძნობლად იკლებს.

მას გაახსენდა ის დრო როდესაც ჯინის და ნამჯუნის ურთიერთობა კინაღამ ყველამ გაიგო. როცა ვიღაცამ მათ Ხელჩაკიდებულებს ფოტო გადაᲣღო. ეს დიდი არაფერი იყო, მაგრამ მედიას სხვა არაფერი სჭირდება რომ ის სალაპარაკო თემად აქციოს.

STRAIGHTWhere stories live. Discover now