ლისა სარეპეტიციო ოთახში შევიდა. მას ახლა როზე მთელი გულით სძულდა. მან ის თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა და თვალები გადაატრიალა. როზეს კი ამ ყველაფერერზე გული ტკიოდა. რა დააშავა მან?
ლისა ვერ ხვდებოდა როგორ გაუკეთა როზემ მას ასეთი რაღაც. ისინი ხომ საუკᲔთესო მეგობრები იყვნენ. განა ეს ყველაფერი მისთვის ისეთ მცირედს ნიშნავს რომ მის ზურგს უკან ჯონგუკთან სექსი ჰქონდა? თუ მას მოსწონდა ის, მაშინ მათი ერთად ყოფნა ასე ძალიან რატომ უნდოდა?
და ჯონგუკი. რატომ გააკეთა მან ეს? ისინი ხომ ძალიან ბედნიერები იყვნენ. ის ლისას თავს ყოველთვის ლამაზად და განსაკუთრებულად აგრძნობინებდა. მას ყოველთვის ეგონა, რომ ის იყო ერთადერთი ვინც ჯონგუკს სურდა. მაგრამ როგორც ჩანს ასე არ ყოფილა.
ლისას ფიქრებზე გული ეტკინა. მას კარგად ესმოდა რა მოეწონა ჯონგუკს როზეში. ის ხომ მოსიარულე სილამაზე და ტალანტია, ისევე როგორც თვითონ ჯონგუკი. ლისა არასდროს ყოფილა ცუდად თავის მიმართ განწყობილი, მაგრამ ახლა თავის თავს ადანაშაულებდა. იქნებ ის უფრო მეტად ლამაზი უნდა ყოფილიყო, ან უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცია შეყვარებულისთვის.
ის აზრზე არ არის რა გააკეთოს. ის ყველაფერს გააკეთებს რომ თავის ურთიერთობა გადაარჩინოს, მაგრამ მან ისიც კი არ იცის, თუ ოდესმე ყოფილა ისეთი ძლიერი რომ ჯონგუკი შეინარჩᲣნოს ან მას ღალატი აპატიოს.მას იმედი ქონდა რომ ეს უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაწილი იყო, მაგრამ მისი გონება და სხეული ეუბნებოდნენ რომ ჯონგუკს ის ოდნავადაც აღარ უყვარს.
ჯონგუკს რაღაც სჭირდება, მაგრამ რა არის ეს?
კარგი საფიქრალი თემა არ იყო მაგრამ ლისას და ჯონგუკის სექსუალური ცხოვრება სრულყოფილი არ ყოფილა. როდესაც სექსი ჰქონდათ, ეს შესანიშნავი იყო, მაგრამ ლისა ყოველთვის გრძნობდა რომ ჯონგუკი ფსიქოლოგიურად მთლიანად მასთან არ იყო. ლისას მისი ყველა ასპექტი მოსწონდა და ყოველთვის ეჩურჩულობოდა საქებ სიტყვებს და ცდილობდა რომ ყოველთვის სიამოვნება მიენიჭებინა მისთვის , მაგრამ ბოლო პერიოდში ჯონგუკს ერთხელაც კი არ გამოუთქვამს სექსის ინიციატივა, თანაც უკანასკნელად როდესაც ერთად იწვნენ ჯონგუკს თითქოსდა რაღაც აწუხებდა.
YOU ARE READING
STRAIGHT
Fanfictionჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️