1.

49 5 0
                                    

ერთადერთი სულიერი, რომელიც იმ ქუჩაზე ასე გვიან იმყოფებოდა ახალგაზრდა ბიჭი იყო.  შავ ლაბადაში გახვეული სიცივისგან კანკალებდა. ყურსასმენებიდან გამოსული კლასიკური საკრავებისა და Ბითების ნაზავი ამძაფრებდა სასიამოვნო შეგრძნებებს. თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლად მოედინებოდნენ. ტუჩები სტკიოდა უკვე ღიმილისგან. წყნარად შეჰყურებდა იმ ერთადერთ ფანჯარას, რომლიდანაც სინათლე ბჟუტავდა.

"ნეტავ არ ვკვდებოდე," ჩაიკისკისა თავისთვის და მუსიკას ტანი ააყოლა."შენი სიყვარულით."

მზის ამოსვლამდე იდგა ბიჭი იმ ადგილას. ხანდახან ნაზად არხევდა ტანს, იცინოდა და საკუთარი ცრემლებით ტკბებოდა. როგორც კი ცაზე მზის სხივებმა დაიწყეს გაბატონება თვალები შეიმშრალა და სასწრაფოდ გაუჩინარდა.

ოჰ, ეს რომანტიკოსი, ლაჩარი იდიოტი.

*

"არანორმალური ხარ."

"ახლა რაღა მოხდა?"

"მე მეკითხები?" ჯიმინმა დოინჯი შემოირტყა "თეჰიონ! სარკეში მაინც ჩაიხედე? თვალები ჩაწითლებული, სახე კი გასიებული გაქვს. ადამიანს აღარ გავხარ."

"ოჰ," სახეზე ხელი მიიდო  "მართლა?"

"კი, მართლა" მარჯვენა ხელით შუბლი დაიზილა ბიჭმა. " შენი ყურებᲘთ დავიღალე. მეგონა მალე შეწყვეტდი ამ სისულელეს, მაგრამ ახლა უკვე თითქმის ყოველდღე მის სახლთან ათენებ. ვერ გავიგე." ღრმად ჩაისუნთქა.

"მგონი ფსიქოპატი ხარ. კარგად იცი რომ მასაც მოწონს ბიჭები, თან ლამაზი ხარ" რამდენიმე წამით შეჩერდა და მეგობარი კარგად აათვალიერა "ყოველ შემთხვევაში, დაბანილი და გამოძინებული მაინც. შენ კი არც ცდილობ. რამე ახალი ფეტიშია გრძნობების დამალვა, მის სახლთან ტირილი და მარტოობაზე ოხვრა? ასე იკმაყოფილებ მოთხოვნილებებს?"

საკუთარი ნათქვამი გაიაზრა და გაფართოებული თვალებით შეხედა კიმს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 27, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Sweet Man Where stories live. Discover now