-ამელიააა - დაიყვირა ჰარიმ და მასთან მივარდა.
-არა პატარავ თვალები გაახილე გთხოვ- სახეზე ეფერებოდა და თვალებიდან ერთი მეორეს მიყოლებით სცვიოდა ცრემლები - მიდი პატარავ
-ჰ..ჰარი - თვალები ოდნავ გაახილა ამელიამ - მე..... მიყვარხარ - დაიჩურჩულა და თვალები დახუჭა
-არა არა არა - განწირული ხმით ყვიროდა ჰარი და დასისხლიანებულ სახეზე ეფერებოდა. გულზე მიიხუტა და არ უშვებდა. ბიჭები მასთან მივარდნენ
-ვინმემ საავადმყოფოში დარეკეთ - დაიყვირა ლუიმ. მალევე სირენების ხმაც გაისმა. სასწრაფოს და პოლიციის მანქანა მათ წინ გაჩერდა. ექიმები გადმოცვივდნენ ამელიასთან მივარდნენ. ჰარის ძვლივს გამოსტაცეს ხელიდან და საკაცეზე დააწვინეს. ბიჭი წესიერად ვერ აზროვნებდა. გონება დაბინდული ქონდა.
-ჰარი მანქანაში ჩაჯექი საავადმყოფოში წავიდეთ - ჰარი ადგილიდან ვერ ინძრეოდა. ისევ ისე იყო მუხლებზე დამხობილი და მის ხელებს შესცქეროდა რომელიც ამელიას სისხლით იყო დასვრილი.*5 საათის შემდეგ*
ყველას საავადმყოფოში მოეყარა თავი. ენი, ჯემა, რობინი, ელიზაბეტი, ჯასპერი, ელისი, მაქსი, ლუკასი, ალექსი, ლუი, ნაილი, ლიამი და ჰარი. ყველას თვალები აცრემლიანებული ქონდა. ჰარი იქვე კუთხეში იჯდა და კედელს თავს რიტმულად ურტყავდა. ცრემლები მის სახეს უსველებდნენ. მთელი სხეული უკანკალებდა. თვალწინ ჯერ კიდევ ამელიას სახე ედგა. ჯემა ძმას გვერდით მიუჯდა და ხელები მოხვია. თავი მის მკერდზე დაადებინა და ესე ყავდა ჩახუტებული. ჰარი შედარებით დამშვიდდა და დას ხელები მოხვია. მალევე ექიმიც გამოვიდა პალატიდან და ყველა მასთან მიცვივდა
-ექიმო როგორ არის? - ხმის კანკალით კითხა ჰარიმ
-პაციენტს შინაგანი სისხლჩაქცევები, რამდენიმე ნეკნი გატეხილი და ამავდროულად ფეხიც მოტეხილი ქონდა. თავის ძლიერი ტრამვა მიიღო რისგამოც ეხლა კომაშია. ოპერაციის დროს გულიც გაუჩერდა მაგრამ მადლობა ღმერთს ავუმუშავეთ. ვიმედოვნებ მალე გაიღვიძებს. ნახვამდის - ექიმი მათ დაემშვიდობა და თავის კაბინეტში შევიდა. ჰარის მუხლები მოეკვეთა და ძირს დაემხო.
-ჩემი ბრალია. ყველაფერი ჩემი ბრალია - ელისი მასთან მივიდა და მოეხვია
-დამშვიდდი ჰარი. ის ძლიერია მალე გაიღვიძებს აი ნახავ