(სანამ დაიწყებდეთ, გაფრთხილებთ, რომ ვანშოთში შეგხვდებათ +18 სცენები, თუ არ ხართ მათი მოყვარული, აღარ ჩაუყვეთ ქვემოთ და დატოვეთ ნაწერი🖤)
ჯონგუკი ნამდვილად არ აპირებდა ასე ადრიანად გარეთ გასვლას , მაგრამ ძმაკაცებისგან მოსულმა წერილებმა მისი მშვიდი დღის რუტინა წამში ამოაბრუნა თავდაყირა. ეს ეხებოდა თინეიჯერულ წვეულებას, რომელშიც უნივერსიტეტის გამორჩეული მოსწავლეები თავს იყრიდნენ და დროს ალკოჰოლის სმაში ატარებდნენ. ჯონგუკს დიდად არ ეხატებოდა გულზე დათრობა თუმცა, მეგობრებთან გართობას არაფერი ერჩივნა. უყვარდა თავისუფლება , ნაკლებად თუ მოსწონდა სწავლა და უნივერსიტეტი, რომელიც დღის უმეტეს ნაწილს უმოწყალოდ ართმევდა . ამასობაში, სანამ ჯონგუკმა საწოლიდან სხეული აზიდა, მის ტელეფონზე უკვე 6 შეტყობინება იყო მოსული ძმაკაცების ჩატიდან, 12 გამოტოვებული ზარი კი ჰოსოკს ეკუთვნოდა. გუკს არ უყვარდა ასეთი გადამეტებული მზრუნველობა ძმაკაცის მხრიდან, რადგან ,ამ მომენტში, თავი სუსტ ადამიანად მიაჩნდა, ისეთ ტიპად, რომელიც თუ არ გადააყენე, ას პროცენტიანში ჩაიფსავს.
სინამდვილეში ჯონ ჯონგუკი, საერთაშორისო ურთიერთობების ზარმაცი სტუნდენტი, სულაც არ იყო სუსტი ადამიანი. სისულელეა! მისთვის რომ შეგეხედათ, ყველაზე ნაკლებად ამ ეპითეტს გაივლებდით თავში. მასზე უმეტესად ითქმოდა სიტყვა- ქარიზმატული, მომხიბვლელი. სწავლაზე მეტ დროს ვარჯიშს უთმობდა, ფიქრობდა, რომ ამ ცხოვრებაში მთავარი - დუკუნთული სხეულის ნაწილები იყო და ჯანსაღი ორგანიზმი , რომლითაც მუდამ თავს იწონებდა. გათამამებული სულაც არ ეთქმოდა მის პიროვნებას, უფრო მეტად ნარცისი , რადგან ბიჭს გადამეტებულზე მეტად უყვარდა საკუთარი თავი, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზი, რომელშიც მთელი დღის ნახევარი გაოფლილი ეგდო.
VOCÊ ESTÁ LENDO
𝐉𝐈𝐊𝐎𝐎𝐊 𝐎𝐍𝐄𝐒𝐇𝐎𝐓𝐒Ⓥ
Fanficსხვადასხვა თემატიკის ვანშოთები ჯიგუკზე. |არ არის სასურველი მცირე ასაკის მკითხველთათვის!|