თავი მეათე

730 34 30
                                    

ვიღაცის ჩურჩული და ნაზი ფერება მაფხიზლებს,თვალებს რომ ვახელ ჰენრის ვხედავ,როცა შენიშმა გამეღვიძა გაეღიმა.
-რა ხდება?
-მივდივარ და მინდოდა დაგმშვიდობებოდი,მაპატიე რომ გაგაღვიძე.
-ოუ.. არაუშავს,- ამოვილაპარაკე.- მომენატრები..- მოიწია და მომეხვია.
-მეც ძალიან..ახლა დაიძინე, ადრეა ჯერ.- შუბლზე მაკოცა და წამოდგა.
-კარგი..კეთილი მგზავრობა.- გამიღიმა,შუქი ჩააქრო და გავიდა. ისევ ძილის მორევში გადავეშვი.

ძალიან საყვარლობა სიზმარს ვნახულობდი, როდესაც რაღაც ხმამ ისევ გამომაფხიზლა,რა წამსაც სიზმარი გადამავიწყდა,რა ცუდი გრძნობაა,როცა ვერ იმახსოვრებ რა ნახე წამების უკან.
-ჰენრი..- ამოვიჩურჩულე და წამოვჯექი,უკვე დილა ყოფილა,საწოლზე კი ჰარი იყო ჩამომჯდარი.ახლა გამახსენდა რომ ჰენრი წავიდა.
-მე ვარ..- ამოილაპარაკა და ნაზად მომისვა ხელი ლოყაზე.- ახლა დავბრუნდი,სანამ მისი რეისი არ მოვიდა აეროპორტში ვიყავი, ხომ არ შეგეშინდა?
-არა..არც გამღვიძებია.
-კარგია..- ტუჩზე ნაზად გადამატარა თითი,რაზეც ოდნავ ჩამეღიმა.
-ძილის დროს გეღიმებოდა.
-მართლა? რაღაც კარგს ვნახულობდი, თუმცა არ მახსოვს რას..
-არაუშავს.
-დაღლილი ხმა გაქვს,მოდი დაწექი..- გვერდით ჩავიწიე,ცალყბად ჩაიცინა,ტანზე გაიხადა და გვერდით მომიწვა,თხელი გადასაფარებელი დავაფარე და მეც მივუწექი. ეგრევე მაისურის ქვეშიდან ხელი ამატარა მუცლიდან მკერდამდე და ნაზად მომიჭირა ძუძუს თავზე.
-ჰარი..
-ჩშ..- სხეულზე მიმიკრო და თვალები დახუჭა,- მხოლოდ რამოდენიმე საათი მჭირდება ენერგიაზე მოსასვლელად.- მარტო ეს მითხრა და გაინაბა. მკერდზე ნაზად მეფერებოდა იქამდე,სანამ არ ჩაეძინა,ამ დროის განმავლობაში კიდევ სხეული სასიამოვნოდ მითრთოდა,ამას გრძნობდა რადგანაც ჩაძინებამდე რამოდენიმეჯერ ყრუდ ამოიკვნესა.
დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდი მძინარეს,მშვიდი გამომეტყველებითა და გასწორებული შუბლით მას მხოლოდ ძილისას თუ ნახავთ. ამ დროის მანძილზე, ვიდრე გვერდით ვეწექი ხელი ისევ ჩემს მაისურში ჰქონდა,ბოლოს დავიღალე წოლით,თავი მეტკინა და ავდექი.
როგორც ყოველთვის ლუსის ეღვიძა და საჭმელს ამზადებდა.
-დილამშვიდობისა,ლუსი.
-დიდი ხანი გეძინა, ცუდად ხომ არ ხარ?- დამტვრეული ინგლისურით მკითხა,რაზეც ისევ ჩამეღიმა. მხოლოდ თავი გავაქნიე და ლოყაზე ვაკოცე.
-მიატერ სტაილსმა ბატონი ჰენრი  წაიყვანა და დილით დაბრუნდა,მთხოვა სანამ გავიღვიძებ რამე წვნიანი გამემზადებინა,შენც შეჭამ?
-შეიძლება მე გავაკეთო?
-ამას სერიოზულად იძახი?
-ჰო,შენ ხომ მასწავლე ბოსტნეულის ვეგეტარიანული წვნიანის მომზადება, რომ რამე და არ გამომივიდეს,დაგითმობ სამზარეულოს.
-კარგი,მე აქ დავჯდები და თვალს გადევნებ.
-არაა პრობლემა.- გავუღიმე და საჭირო პროდუქტები ავიღე.
როდესაც მზადება დავიწყე ლუსის ერთხელაც არ ამოუღია ხმა,მარილის დამატებაზე,სუნელებსა ან სხვა რაიმეზე, მთელი ეს დრო ჩუმად იჯდა,მაკვირდებოდა და მიღიმოდა.
როცა კერძი გავსინჯე წარბები მაღლა ამეზიდა.
-ლუსი,მოდი აბა..- დავუძახე,ახალი კოვზთ წვნიანი ამოვიღე და მივუშვირე,რამოდენიმე წამი შეგრილებას დააცადა, შემდეგ კი გასინჯა.
-ცოტა შავი წიწაკის ბურთულა დაუმატე,წვნიანში გაიხსნება და ცოცხალ,ოდნავ მომწარო, თუმცა სასიამოვნო არომატს შესძენს.- თავი დავუქნიე, ვინაიდან მეტი შენიშვნა არაფერზე ჰქონდა.კარადიდან ქილა გამოვიღე და პატარა,ოთხი ცალი შავი წიწაკის ბურთულები ჩავყარე,ბოლოჯერ ამოვურიე და გავთიშე.
-შენით ვამაყობ.
-მეტს არ გასინჯავ?
-ვიცი რომ კარგია,მისტერ სტაილსის კერძს მე ხელს მეტჯერ არ დავაკარებ.
-ლუსი,კი არ გიშლის.
-ვიცი, მაგრამ მაინც,თანაც არ მშია,სანამ გაიღვიძებდი მე უკვე ვისაუზმე.
-კარგი, შემდეგში პირადად შენ მოგიმზადებ.
-მადლობა,ძვირფასო.- ლოყაზე მომეფერა და შუბლზე ნაზი კოცნა დამიტოვა.
ლუსიმ დალაგებაში მიხმარების უფლება აღარ დამრთო, ამიტომაც მისაღებ ოთახში დავჯექი და კრისს დავურეკე.
-გისმენთ.- ბოხი ხმით მიპასუხა.
-კრის,მე ვარ,ჯუნი.
-ოუ,ელისაბეტ.
-რამე ხდება? უცნაური ხმა გაქვს.
-არაფერი ხდება, უბრალოდ ახლახანს გავიღვიძე, სამსახურში ღამისთევით ვიყავი.
-ცუდია, ძალიან დაიღლებოდი.. საღამოს დაგირეკავ თუ გინდა,დაისვენე ან გამოფხიზლდი ჯერ,რა ვიცი.
-რამე სერიოზული საქმე თუ არ გაქვს გავაგრძელებ ძილს.
-არაფერი ისეთი,დაიძინე.-გავუთიშე და დივანზე მივწექი.
-პატარავ.- უეცრად ჰარის ხმა მომესმა,თავი ავწიე და გავხედე,თმიდან წყლის წვეთები სწყდებოდა და მხრებსა და მკერდზე ეცემოდა.
-ასე მალე გაიღვიძე?
-ხომ გითხარი,მალე გავიღვიძებ მეთქი.- სიცილით ავიჩეჩე მხრები. სამზარეულოში გავიდა,რა წამსაც უკან გავყევი,ლუსიმ ეგრევე ხელებზე გადაივლო წყალი, შემდეგ კი ჰარისათვის წვნიანი ამოიღო ჯამზე.
-მადლობა.- ამოილაპარაკა და ჭამა დაიწყო,მინდოდა მეთქვა,ეს მე გავაკეთე მეთქი, თუმცა იმდენად ურეაქციოდ ჭამდა, ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა რომ დიდად არ მოეწონა.
-არ მოგწონს?- ვკითხე ოდნავ უხერხული ხმით.
-არა,გემრიელია. შენ არ შეჭამ?
-არ მშია, ოთახში ავალ და წყალს გადავივლებ.- მხოლოდ თავი დამიქნია. სამზარეულო ბედნიერმა დავტოვე, ვინაიდან თეფში არსად მოისროლა და ბოლომდე ჭამა გააგრძელა ეს უკვე კარგია,დიდად კერძების მომზადება არ ვიცი, მაგრამ სასიამოვნო პროცესი იყო,ლუსინდას ერთხელ რომ უყურო ყველაფერს ისწავლი,რასაც ის აკეთებს.

Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)Where stories live. Discover now