1

2.1K 129 19
                                    

ეს უცნაური არ ყოფილა, საერთოდ არა.

გულწრფელად რომ ითქვას, ის ელოდა, რომ ადრე თუ გვიან მოხდებოდა ეს, ვგულისხმობ, ეს მოსალოდნელი იყო. ჯიმინს, ჯონგუკს და თეჰიონს ყველა იცნობს, როგორც საუკეთესო მეგობრებს. ჯიმინი და თეჰიონი დაწყებით კლასებში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინვე დამეგობრდნენ. ჯიმინი, საყვარელი და კეთილი ბიჭი და თეჰიონი ექსტრავაგანტული და ექსტროვერტია. ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ. საუკეთესო მეგობრების წყვილი მალე ჯგუფი გახდა, მას შემდეგ, რაც ისინი ჯონგუკს შეხვდნენ საშუალო სკოლაში. უბრალოდ მორცხვი ბიჭი, შვლის თვალებით და ძალიან მოსიყვარულე ადამიანი. განუყრელი, სანდო და ერთგული. ამიტომაც არიან ისინი ერთმანეთთან.

ასე რომ კი, მოსალოდნელი არ ყოფილა. ისინი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებდნენ ამიტომ ერთნაირი გრძნობები გაიფურჩქნა მათში. როცა მათ ჯიმინს უთხრეს, რომ თეჰიონმა და ჯონგუკმა შეხვედრა დაიწყეს, რა თქმა უნდა მან მხარი დაუჭირა. ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამინები არიან მის ცხოვრებაში, ამიტომ ისიც ბედნიერი იყო მათი ბედნიერების გამო. საერთოდ არ შეცვლილა არაფერი, ან მათ ეგონათ ასე. ჯიმინმა იცოდა როგორ ზრუნავდნენ მასზე, მას ისევ ახსოვს დღე, როცა მათი ურთიერთობის შესახებ უთხრეს, ორივე იმაზე ნერვიულობდა, რომ შესაძლოა ჯიმინი გაბრაზებულიყო.

'აჰმ, ჯიმინ... ჩვენ რაღაც უნდა გითხრათ - დაიწყო თეჰიონმა, ხელები შეაერთა, ნერვიულად თამაშობდა თითებით.

'კარგი?' - უპასუხა ქერამ, დაძაბული ატმოსფერო იგრძნო.

'ამ, მე... - თეჰიონი ცდილობდა, მაგრამ როგორც ჩანს არ შეეძლო თქმა. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო.

'ბიჭებო, არაუშავს, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი მითხრათ.' - თქვა ჯიმინმა. ის ნერვიულობას იწყებდა, ფიქრობდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა, შეიძლება მისი ლეოპტოპი გატეხეს, ან რამე.

But What If...Where stories live. Discover now