-ეგეთი სახით ნუ მიყურებ-თეჰიონი პალატის სტილში მოწყობილ ოთახში წევს,მე კი მის გვერდით სკამზე ვზივარ.აქ ფანჯარაა...ახლა შევამჩნიე რა ბინძური ვარ.ოდნავ მრცხვენია მის წინ ასეთი რომ ვზივარ,მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
-ოპერაციის გაკეთება არ მჭირდება-თქვა გაღიზიანებულმა და მის ლოგინზე მიმბულ ხელებს დახედა-ესენი საჭირო არ იყო.
-იყო-კარში ჰიუნჯინი დგას და ხელებ გადაჯვარედინებული კედელს ეყრდნობა-ისე ვერ გაკავებდით.
-მან არაფერი იცის-მოკლედ უჭრის თეჰიონი.
-არ ვიცი ასე ძალიან რატომ არ გინდა იუნგიზე გავიგო,მაგრამ მან აშკრად რაღაც იცის.თანაც თუ მატყუებს,როგორც განგკურნავ ისევე მოგკლავ-თეჰიონი თვალებს ატრიალებს და მე მიყურებს.
-ის ყველანაირ შემთხვევაში მოგკლავს,ამას ნუ გააკეთებ-ვერ ვხდები რატომ.ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მაქვს,რომ ჰიუნჯინს მართლა დაეხმაროს,მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ეს საკმარისი აღმოჩნდეს მის გადასარჩენად.
მესმის თეჰიონი იუნგის დაცვას ცდილობს,მაგრამ რატომღაც არ მგონია ჰიუნჯინს მისთვის ცუდის გაკეთება უნდოდეს.
-კარგი ჭორაობას მორჩით,ოპერაცია მალე დაიწყება-თეჰიონი ერთ სიტყვასაც არ მეუბნება,ისე გაჰყავთ პალატიდან.
ჰიუნჯინმა ყველაფერი მოაწყო მისი ოპერაციისთვის.სხვა სიტუაციაში,მისი მადლობელი ვიქნებოდი.
-აქ უნდა იჯდე?-ვეკითხები როცა გვერდით მიჯდება.ოპერაცია ნახევარი საათის დაწყებულია ის კი საოპერაციოს კარებს არ მოსცილებია,როგორც მე.
-ალბათ ვერ წარმოგიდგენია,მაგრამ მეც ვღელავ.ვხვდები რომ მას თუ რამე მოუვა არაფერს მეტყვი-ამბობს ჰიუნჯინი-მაგრამ მაინც მადლობა.იმის მიუხედავად,რომ ამას ჩემთვის არ აკეთებ.
-სანამ ის გონს არ მოვა,არაფერს გეტყვი-ვამბობ მკვახედ.
-არაა პრობლემა.ამდენი წელი ვიცდიდი,როგორმე კიდევ რამოდენიმე საათს გავძლებ.
YOU ARE READING
პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)
Actionმკვლელობების სერია დღითიდღე იმატებს.ადამიანები იხოცებიან,სქესის განურჩევლად.იმ დაჯგუფების არც სახელია ცნობილი და არც მიზანი.ისინი კვალს არ ტოვებენ.ერთადერთი რაც მათ მსხვერპლებს საერთო აქვთ,ზეციური დრაკონის ტატუა,აზიის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,კრიმი...