21

469 25 6
                                    

ჰარი მთელი დღე სახლში იყო და ფიქრობდა როგორ შემოერიგებინა ამელია. თავში არანაირი იდეა არ მოსდიოდა. მეორე დღეს მაღაზიაში ჩავიდა და უამრავი რამ იყიდა. ფაქტიურად მთელი მაღაზია გამოზიდა. ლიფტით მაღლა ავიდა და ამელიას სართულზე გამოვიდა. კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა და ბოლოს ელიზაბეტმა გაუღო
-ჰარი გამარჯობა როგორ ხარ
-კარგად ელიზაბეტ შენ?
-მეც კარგად შემოდი - ჰარი შიგნით შევიდა და ეგრევე სამზარეულოში გავიდა
-ესენი რეებია?
-ამელიას მოვუტანე. სასარგებლო პროდუქტებია
-კარგი ამოვალაგებ შენ მანამდე შეგიძლია ამელიასთან ახვიდე. თავის ოთახშია - ჰარიმ ამოიოხრა და თავი დაუქნია. სამზარეულოდან მისაღებში გავიდა სადაც ჯასპერი დახვდა მდივანზე წამოწოლილი
-გამარჯობა ჰაროლდ - ხელი აუწია ჯასპერმა
-გამარჯობა ჯაპი - ჯასპერმა თვალები აატრიალა მაგრამ ბოლოს მაინც გაეცინა. ჰარი კიბეებზე ავიდა და ამელიას ოთახის კარებზე ოდნავ დააკაკუნა. ხმა რომ არავინ გასცა კარები ოდნავ შეაღო და შიგნით შეიხედა. ამელია საწოლში იწვა და ტკბილედ ეძინა. ჰარი მასთან მივიდა და მის წინ ჩაიმუხლა. ლოყაზე ნაზად აკოცა და თმებზე მოეფერა. ცხვირი კისერში ჩაურგო და მისი სუნი ხარბად შეისუნთქა
-ჰმმ - ამელია შეიშმუშნა და გადაბრუნდა. მას ზურგი აქცია რაზეც ჰარიმ წარბები აწია.
-ამელია - მხარზე ხელი დაადო და ოდნავ შეანჯღრია. ოდნავ გამოფხიზლდა და თვალები გაახილა
-აქ რას აკეთებ? - თვალების სრესვით საწოლზე წამოჯდა და მას წარბშეკრულმა გახედა
-შენს სანახავად მოვედი
-ხო მნახე ეხა შეგიძლია წახვიდე - თქვა გაბრაზებულმა და ფეხზე წამოდგა
-სად მიდიხარ
-წყალი უნდა გადავივლო
-ამელია მომისმინე გთხოვ - ჰარიც ფეხზე წამოდგა და ამელიას მკლავს ჩაეჭიდა
-შემეშვი ჰარი - ხელი უხეშად მოაშორებინა და სააბაზანოში შევარდა
-ამის დედაც - ჩუმად ჩაილაპარაკა. ლოგინზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ცოტახანი ესე იყო შემდეგ ფეხზე წამოდგა და სახლიდან გავარდა. მალევე ამელია გამოვიდა სააბაზანოდან. ცოტაარიყოს ეწყინა ჰარი რომ აქ არ დახვდა მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გარდერობთან მივიდა. ტანსაცმელი ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა

ლიფტიWhere stories live. Discover now